დასაფასებელი საქციელი - ხვიჩამ "ლივერპულის" გერბს ფეხი არ დააბიჯა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში "ნაპოლი" "ლივერპულს" ესტუმრა.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0 გახლავთ.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე, ტრადიციულად, აქტიურია. Geo Team-ი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მერსისაიდული გუნდის გერბს არ დააბიჯა. თითქოსდა, ერთი შეხედვით, არაფერია, თუმცა ფეხბურთში მთავარი პატივისცემაა და მსგავს ნაბიჯს ვარსკვლავები ხშირად დგამენ - გავიხსენოთ ლუის სუარესი, კრიშტიანო რონალდო და ა.შ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
იმიტომ რომ უწესიერესი ბიჭია! დი ლორენცომაც არ დააბიჯა.
დავით 67
04:52 02-11-2022
0
თუ გუნდი გერბი ასეთი სიწმინდეა და პატივისცემის საგანი რატომ აფენენ იატაკზე ? და ეს არ არის მისი უპატივცემულობა ?ამის შემდეგ თუ ვინმემ მასზე გადაიარა ეს ვისი დანაშაულია ? გამოდის რომ ხვიჩას მეტად შეგნებული აქვს თუ რას ნიშნავს გერბი ანუ თუნდაც მოწინააღმდეგის სიმბოლო და მისი დაფასება (აფერუმ ხვიჩა!) ვიდრე მას ვისაც ეს უნდა ევალებოდეს, თუმცა დღევანდელ სამყაროში ბევრ სხვა "უცნაურობასაც " ნახავ აი მაგალითად ქვეყნის დროშისგან შეკერილ "ნიფხავს " და სხვა უმსგავსობებს.
ბაბაია
10:26 02-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული