სპალეტი: თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს - რას იტყვიან სხვა ფეხბურთელები?

AutoSharing Option
"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობაც განმარტა.

"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ.

"ატალანტამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდის საკუთარი სახე ძალიან კარგად მოჩანს. "ატალანტაც" მათ შორისაა, როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული".

კვარაცხელიას "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ზურგი სტკიოდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა,
თუმცა იმედი გვქონდა, რომ აღდგენას უფრო მალე მოახერხებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახლში დარჩენილიყო, თანაც უვარჯიშებლის მოედანზე შეშვება სხვა ფეხბურთელებისთვის არასწორი გზავნილი იქნებოდა.

გასახდელი შესაბამისად რეაგირებს. რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო მის (კვარაცხელიას) გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. ელმასმა დღეს განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება", - ციტირებს სპალეტის DAZN-ი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
სპალეტი ჭკვიანი კაცია.ყველა მნიშვნელოვანია გუნდისთვის ხვიჩა,ოსიმენი,რასპადორი,პოლიტანო,ელმასი(რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა) და ა.შ.კონკურენციასაც ინარჩუნებს და ჯანსაღ ატმოსფეროსაც.ასე ახლოს არც ნაპოლი(ბოლო 30 წელია)და არც თვითონ სკუდეტოსთან არ ყოფილა.ყველა ვინც კი ამაში წვლილს შეიტანს,დასაფასებელია.ჩვენ კი დავტკბეთ ჩვენი ოქროს ბიჭის თამაშით და მიგველოცოს სკუდეტო და მინ.1/4 ფინალი ლიგაზე.
გ.
06 ნოემბერი 2022 16:31
2
ჭკვიანი კი არა, კაი პარანოიკია.
რრრ
06 ნოემბერი 2022 18:52
11
გუშინ თამაშის შემდეგ ნეაპოლის ტვ -ის პოპულარულ გადაცემას (კაფე ნაპოლი 1926) ვუყურე იუტუბზე. მიუხედავად იმისა რომ კვარა არ თამაშობდა ამ მოგებულ თამაშში,, კითხვების 90% სულ მის შესახებ იყო, მაგაზე მეტი პოპულარობა ნეაპოლში მარადონას თუ ჰქონდა (ჯერ-ჯერობით).
giorgi 3
06 ნოემბერი 2022 13:58
0
ასეთი უაზრო, გამუდმებული კითხვები სულ ხვიჩაზე და ტვინის ბურღვა თვითონ ხვიჩასთვის არ არის კარგი, მინიმუმ უხერხულობას შეუქმნის გუნდში თანაგუნდელებთან. ხვიჩა ძალიან მაგარია, მაგრამ ნაპოლი არ არის ერთი კაცის გუნდი, ეს მშვენივრად ჩანს, ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს აქ და მართლა ხამობაა ყველა თამაშის შემდეგ კითხვები ხვიჩაზე. ეს უკვე მეტისმეტია და იქნებ მიხვდეს ეს ჟურნალისტი.
ვანო
06 ნოემბერი 2022 11:21
3
მგონი მაგ ქალს საერთოდ არ ესმის ფეხბურთი და ხვიჩსზე კითხვების დასმით ქართველ გულშემატკივრებთან მარიაჟობს.არადა ზედმეტი გულმოდგინებით და კითხვებით უარესს აკეთებს. გააჩუმეთ.
ჯუჯი
06 ნოემბერი 2022 09:17
4
მართალი ხარ, ზუსტად ქართველებთან 'მარიაჟობს' კი არა და უნდა ქულების დაწერა. და რატომ? იმიტომ რომ ყლაპავთ ძალიან მარტივად და ადვილია თქვენი აგდება. რა ეს ვითომ ჟურნალისტები ეგეთ სტატიებს არ წერენ კომიკური სათაურებით, რომ აგაგდონ? მაგათზეც გაბრაზდით :)) მაგრამ მაინც კარგია, რომ ვიღაც მოჟურნალისტო ელემენტზე გაბრაზდით, რომელიც საზღვარგარეთ გვარცხვენს.
odala
06 ნოემბერი 2022 16:11
2
კიდევ კარგი ხვიჩა ესეთ სიქაჯეებს ყურადღებას არ აქცევს და არ მოქმედებს ბიჭზე. მესმის რო მოგვენატრა კარგ გუნდში ქართველი, მაგრამ სიგოიმესაც ხო აქვს ბოლო ბოლო საზღვარი. მგონი სომხებიც კი არ მოქვეულან მხითარიანზე ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით, ტეხავს მაგრა.
Emre
06 ნოემბერი 2022 09:04
2
ხვიჩას გარეშე ნაპოლი კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები ყავს, რომელიც იტალიაში წარმატებებს მეტ-ნაკლებად აღწევდა და მიაღწევს, და კონფერენც ლიგაზეც თავისუფლად გაქაჩავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სხვა დონეა. იქ რომ წარმატებას მიაღწიო, სულ მცირე, გამორჩეულ ფეხბურთს უნდა თამაშობდე და გამორჩეული ვარსკვლავები უნდა გყავდეს. დიდი წარმატება ვარსკვლავის გარეშე არ მოდის. ამ კუთხით ნაპოლი და ხვიჩა ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთს. გარდა ამისა, ხიჩამ ვარსკვლავური ხიბლი შესძინა ნაპოლის თამაშს, ის რაც გულშემატკივარს მოსწონს ფეხბურთში. ხვიჩას გარეშე ნაპოლი არის ის, რაც ესპანეთში ბარსელონა - მესის გარეშე.
თუმცა დავანებოთ იმაზე მსჯელობას თავი, ვინ მეტია, ნაპოლი თუ ხვიჩა. კოლექტივის და ცალკეული პიროვნების როლის რეალური შეფასება მუდმივი პრობლემაა სამყაროსათვის და ჩვენ აქ ამას ვერ გადავწყვიტავთ. ჩვენთვის და ქართული კლუბებისათვის უფრო მნიშვნელოვანი და ჭკუის სასწავლებელი ის შედეგია, რასაც სპალეტიმ და ნაპოლიმ მონდომებით და მიზანდასახული მუშაობით მიაღწია და რაც ჩვენც, ქართულ კლუბებს შეგვიძლია.
1) კარგი ფიზიკური მომზადება, და არა ისეთი, ქართულ კლუბებს, რომ აქვთ, თამაშის მსვლელობის დროს სულს ძლივს ითქვამენ და მეორე ტაიმში ფეხზე ძლივს დგანან. ამაში გვჯობნიან ყაზახური, აზერბაიჯანული კლუბები, პიუნიკის და ჟალგირისის ჩათვლით. ვარჯიშებზე უნდა გავზარდოთ ფიზიკური დატვირთვების დონე, თორემ ევროპაზე არაფერი გვესაქმება.
2) უბურთოდ მოძრაობა, თავისუფალი პოზიციების ძებნა და დროული მანევრი - ნაპოლისნაირი გუნდების წარმატების ფორმულა, მაგრამ ამ ელემენტარულ ტაქტიკურ აზროვნებას თანამედროვე ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები ჯიუტად არ ცნობენ.
3) დროული პასის დეფიციტი. ეს ჩვენი წყევლაა და ამას გვირჩევნია ბურთის დაკარგვამდე უაზროდ თრევა.
4) პრეისტორიული სტადიონები, თავისი ჩამონგრეული დიზაინით და ყანა მინდვრებით - თითოეულ დეპუტატ-ბიზნესმენს უფრო მეტი აქვს ბიუჯეტიდან მოპარული, ვიდრე ამ სტადიონების გარემონტება ჯდება.
წასაკითხად უსიამოვნო პოსტია, მაგრამ სამწუხაროდ, მცირე გამონაკლისის გარდა, ეს ჩვენი რეალობაა. სარგებელს ამის გამოსწორება უფრო მოგვიტანს, ვიდრე უადგილო სადღეგრძელოები და დითირამბები.
თენგაბი
06 ნოემბერი 2022 07:04
2
მიწერეთ იმ ქალს, იქნება გაჩერდეს... მოგვჭრა თავი... ნინა მამუკაძე... ასეა ფეისბუქში.
ქუთაისი
06 ნოემბერი 2022 05:14
5
საფეხბურთო სამყაროში ამ ეტაპზე ხვიჩას არ ჰყავს სპალეტიზე დიდი მეგობარი. სპალეტი არის ჭკვიანი და იცის როგორ უნდა გაგრძელდეს კვარას პროგრესი. სანამ ხვიჩა და სპალეტი ერთად იქნებიან, კვარა პროგრესირებას გააგრძელებს შეუფერხებლად.
სიმართლე
06 ნოემბერი 2022 14:04
0
მაცალეთ თამაში! ხომ ხედავთ უკვე უკვე გავითვალე, არ მინდა "ჩაკვეტაძე" დამემართოს.
ხვიჩა.
06 ნოემბერი 2022 22:45
10
ხვიჩა კაი გაძლება შენ ,აქაური გადარეულების გამო.
////
06 ნოემბერი 2022 23:13
0
სპალეტის ცოტა შიშიც აქვს, ვაიდა მართლა რამე მოიგოს ნაპოლიმ, ყველა კვარას მიაწერსო :))
ლადო
06 ნოემბერი 2022 12:18
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული