სპალეტი: თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს - რას იტყვიან სხვა ფეხბურთელები?

AutoSharing Option
"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობაც განმარტა.

"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ.

"ატალანტამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდის საკუთარი სახე ძალიან კარგად მოჩანს. "ატალანტაც" მათ შორისაა, როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული".

კვარაცხელიას "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ზურგი სტკიოდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა,
თუმცა იმედი გვქონდა, რომ აღდგენას უფრო მალე მოახერხებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახლში დარჩენილიყო, თანაც უვარჯიშებლის მოედანზე შეშვება სხვა ფეხბურთელებისთვის არასწორი გზავნილი იქნებოდა.

გასახდელი შესაბამისად რეაგირებს. რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო მის (კვარაცხელიას) გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. ელმასმა დღეს განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება", - ციტირებს სპალეტის DAZN-ი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
აუუ მართლა ვინმემ გააჩუმოს ის ქალი რაა სანამ მართლა არ ამოასხა სპალეტისაც და სხვენსაც @@ ვინაა საერთოდს როგორ მოხვდა იქ და რა უნდა ?? ადრე ვიღაცამ თქვა რომ ნაცი იქნება და სპეციალურად დაავალეს რომ ხვიჩას წინააღმდეგ განაწყოს გუნდიო და მაშინ კი გამეცინა მაგრმ ეხლა უკვე მეც ეჭვი მეპარება რაღაცეებზე @@@
zura222
04:14 06-11-2022
29
,ლისევ ის ქართველი ქალი შევარდა ალბათ პრესკომფერენციაზე. წინაზე სამი კითხვისან სამივე ხვიჩაზე ეტაკა. არადა მანამდე ორჯერ უპასუხა სპალეტიმ .
Semi
03:00 06-11-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული