სპალეტი: თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს - რას იტყვიან სხვა ფეხბურთელები?

AutoSharing Option
"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობაც განმარტა.

"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ.

"ატალანტამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდის საკუთარი სახე ძალიან კარგად მოჩანს. "ატალანტაც" მათ შორისაა, როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული".

კვარაცხელიას "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ზურგი სტკიოდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა,
თუმცა იმედი გვქონდა, რომ აღდგენას უფრო მალე მოახერხებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახლში დარჩენილიყო, თანაც უვარჯიშებლის მოედანზე შეშვება სხვა ფეხბურთელებისთვის არასწორი გზავნილი იქნებოდა.

გასახდელი შესაბამისად რეაგირებს. რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო მის (კვარაცხელიას) გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. ელმასმა დღეს განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება", - ციტირებს სპალეტის DAZN-ი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
სწორედაც რომ დღეს პატრიოტი ქართველებისთვის მსოფლიო კვარას გარშემო ტრიალებს.ხოლო ქოცებისთვის მთავარია ვინმე არ გააღიზიანონ რომ ტკბილათ იცხოვრონ ფუფუნებაში. ვენაცვალე იმ ქალბატონს ვისი მომხრეც არ უნდა იყოს.არგენტინელი მესით შეიძლება ტვინი წაიღოთ ხოლო ქართველების სიხარულის ხვიჩას მოფერების უფლება ზოგიერთი უტვინო ქართველის აზრით არ შეგვიძლია.
ვა რა დონეა ტო.
06 ნოემბერი 2022 14:43
24
ძაან ხმამაღალი განცხადება ხომ არ არის: ხვიჩას გარშემო ტრიალებს მსოფლიო? მე მგონი მეტის მეტია!
ზომიერება დავიცვათ.
06 ნოემბერი 2022 21:19
2
პატრიოტიზმი სხვაა და ურაპატრიოტიზმი კი სხვა.
და ნაცები მაინც გაჩუმდით ხვიჩაზე, მარქარიანს გაფიცებთ.
გოგი
06 ნოემბერი 2022 19:33
4
ყველა გამოხმაურება
ეგ ქართველი ჟურნალისტი, რომ აბეზრებს თავის, ამ კვარაზე კითხვებით გავიგე, მარა ეს სპალეტიც რატი ღიზიანდება ასე ცოტა უცნაურია.
გოგი
06 ნოემბერი 2022 14:27
5
ეგ უინტელექტო ჟურნალისტი და ვინც მაგას ეუბნება ყოჩაღო და აქეზებს ის კიდევ უარესი
ბს
06 ნოემბერი 2022 20:08
2
ბევრი ჰო,ჰოს ძახილი,ხარს გააგიჟებსო.ერთხელ უპასუხა შეკითხვაზე,მეორედ,მესამეზე უპასუხა,მაგრამ აუხსნა,რომ ასეთი შეკითხვა,არაკორექტულია თანაგუნდელების მიმართ.ეს კი,თავისას აგრძელებს და სპალეტის ადგილზე,სხვა უკვე ვირზე შესვავდა,ამ ჟურნალისტს.ეტყობა არც ფეხბურთისა არაფერი გაეგება და არც ტაქტისა და ზრდილობისა.ვერ ხვდება,რომ ხვიჩასაც ვნებს და გუნდსაც.დროზეა საჭირო,მისი იქიდან გამოხმობა.
სოსო
06 ნოემბერი 2022 18:14
2
იმედია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 1-2 ტრანსფერს განახორციელებს ნაპოლი. Ჩემი აზრით მეკარე და მარჯვენა მცველი არ აწყენდა გუნდს.სიტყვაზე დი ლორენცომ ტრამვა რომ მიიღოს რეალურად გუნდს მისი შემცვლელი არ ყავს.ასევე მეკარეც არასტაბილურია ზოგჯერ და სკამზე გამოცდილი და ნორმალური დონის მეკარე არ აწყენდა ნაპოლის,სირიგუზე უკეთესი.სხვა პოზიციებზე არის არჩევანი და რეზერვის სიღრმე.
Მეზღვაური
06 ნოემბერი 2022 14:15
2
საფეხბურთო სამყაროში ამ ეტაპზე ხვიჩას არ ჰყავს სპალეტიზე დიდი მეგობარი. სპალეტი არის ჭკვიანი და იცის როგორ უნდა გაგრძელდეს კვარას პროგრესი. სანამ ხვიჩა და სპალეტი ერთად იქნებიან, კვარა პროგრესირებას გააგრძელებს შეუფერხებლად.
სიმართლე
06 ნოემბერი 2022 14:04
0
გუშინ თამაშის შემდეგ ნეაპოლის ტვ -ის პოპულარულ გადაცემას (კაფე ნაპოლი 1926) ვუყურე იუტუბზე. მიუხედავად იმისა რომ კვარა არ თამაშობდა ამ მოგებულ თამაშში,, კითხვების 90% სულ მის შესახებ იყო, მაგაზე მეტი პოპულარობა ნეაპოლში მარადონას თუ ჰქონდა (ჯერ-ჯერობით).
giorgi 3
06 ნოემბერი 2022 13:58
0
ზღვარს გადასული: ქებაც, აღტაცებაც, მოწონებაც, სიმართლე გითხრათ უკვე მოსაბეზრებელია. ყველამ ვაღიარეთ და ყველამ აღიარა, რომ ხვიჩა არის უნიჭიერესი ფეხბურთელი, მაგრამ უკვე ნამეტანი ხომ არ მოგვდის? ალბათ თვითონ ხვიჩაც შეწუხებული იქნება ამდენი "შემოსევით" საქართველოდან. ვაცალოთ ხვიჩას თამაში!!!!!!!!!!
გოჩა
06 ნოემბერი 2022 13:16
4
100% მართალი ხარ ძმაო.
გოჩას
06 ნოემბერი 2022 19:45
2
გაორებული შთაბეჭდილება დაგრჩება ამ სპალეტიზე, ბევრის მნახველი იტალიელი ჟურნალისტები ეკითხებიან ბაჯო დელპიერო ტოტი კაკას შემდეგ ასეთი ტექნიკური ფეხბურთელი სერია აში არ ყოფილა აგერ მთელი 2 დეკადა მიილია. რომელმაც მათი ჩემპიონატი გაალამაზა და ეშხი შესძინა კვარას მდგომარეობა როგორ არისო ეს ტლიპინა კიდე .... კი, "თითქოს სწორად მსჯელობს", თუმცა, მისი ლოგიკა ეწინააღმდეგება მსოფლიო ფეხბურთში მიღებულ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა ტოპგუნდს ყავს გამოკვეთილი ლიდერი (ან, ლიდერთა ჯგუფი), რომლის გარეშეც ამ გუნდის "ტოპობა" არ და ვერ არსებობს! ამიტომ, "არაჟურნალისტური" კითხვა მაქვს მასთან, - სინიორ სპალეტი, მართალი ხართ, რომ "კვარაცხელიას გარეშეც შეგიძლიათ თამაშის მოგება", - მაგრამ, ხვიჩას დონის ვარსკვლავის გარეშე ჩემპიონატს (სკუდეტოს) მოიგებთ?! მაშინ, აქამდე რატომ ვერ გახადეთ "ნაპოლი" ჩემპიონი?! რატომ გეშინიათ თქვენ და თქვენს ზოგიერთ ფეხბურთელს იმის აღიარება, რომ - კვარა "ნაპოლის" #1 ვარსკვლავია!!! თუარადა, მომავალ ზაფხულს მისი 100 მილიონიანი ტრანსფერი დაგარწმუნებთ ამაში!!!
პ.ს. წარსულში, ზოგიერთი დიდი მწვრთნელი (სპალეტიზე დიდი!), მაგალითად ბესკოვი და ლაბანოვსკი, ამდაგვარად აკნინებდნენ მიხეილ მესხის და დავით ყიფიანის ვარსკვლავობას და მათ, საშუალო დონის შემსრულებლებს ამჯობინებდნენ!!! სპალეტი, როგორც ჩანს, საბჭოური "ურავნილოვკის" სენით არის "შეპყრობილი"!..
Charley
06 ნოემბერი 2022 12:51
18
სპალეტიმ რამდენჯერ შეაქო კვარა, მაგრამ ხომ არ შეიძლება შეჭამოს იმ ჩვენმა ჟურნალისტმა და ყველა პრესკონფერენციაზე ქაჯურად მოთხოვოს სულ კვარა აქეო. არ არის ეს სწორი მწვრთნელისგან, მაშინ ყველას წილი უნდა აღინიშნოს და მთელი პრესკონფერენცია ფეხბურთელების ქებას უნდა მიანდომოს იმის მაგივრად, რომ კონკრეტული მატჩის გარშემო, ტაქტიკაზე და გუნდის სტრატეგიაზე ისაუბროს. არც ოსიმენის, არც კიმის, არც ლობოტკას გულშემატკივრები და ჟურნალისტები არ იქცევიან ასე უნახავი ქაჯებივით.
რა არის გაუგებარი?
06 ნოემბერი 2022 15:18
3
Sì, sono d'accordo, ogni squadra ha bisogno di un leader, ma un giocatore non vince la partita. Non mi piace il tuo pathos. Mi stai insultando ed è molto brutto.
Luciano spalletti
06 ნოემბერი 2022 14:06
3
ესაა პროფესიონალიზმი.პასუხიც და მოქმედებაც. ელმასი, რასპადორი, სერიოზული ბიჭები არიან, მარა კვარასთან ვერ მივლენ, ეს ფაქტია. აქ მთავარია, რომ სპალეტი აშკარად დიდ გუნდს ქმნის. ეს ჩანს. ფაქტიურად 2 თანაბარი შემადგენლობა ჰყავს, მეტნაკლებად. მეკარე და კიმის ეს არ ეხება. ამიტომ როტაცია და შესაბამისი ტაქტიკის დახვეწა მუდმივად მიმდინარეობს. ანუ შემადგენლობის მიხედვით აყენებს ტაქტიკას. ასეთი მიზნების მუდმივი როტაციაა საჭირო, რო ყველა ფორმაში იყოს. ნუ აქ ეხლა, ყველაზე ძლიერ შემადგენლობაში, კვარა შეუცვლელია. სპალეტის სიტყვებში მთავარი და ყველაფრისმთქმელია სიტყვები იმედი მქონდაო, რომ მალე აღიდგენდაო ძალებსო. ანუ ფიზიკაში მეტის სურვილს ტოვებსო. დასვენება სჭირდება. დიდი ნაგრუსკა მიიღო მოკლე დროში საქართველოდან ჩასულმა კაცმა. მოუმატებს ჩვენი ბიჭი. მაგარია სპალეტი
ლევან მაღლაკელიძე
06 ნოემბერი 2022 12:40
2
სპალეტის ცოტა შიშიც აქვს, ვაიდა მართლა რამე მოიგოს ნაპოლიმ, ყველა კვარას მიაწერსო :))
ლადო
06 ნოემბერი 2022 12:18
19
მოაბეზრა თავი სპალეტის ამ გაუთავებელი კვარაცხელია, კვარაცხელიათი. პასუხიც სწორი გასცა, ჩემთვის ყველა ერთიაო.
ბადრი
06 ნოემბერი 2022 12:09
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული