წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში "ლეხმა" საკუთარ მოედანზე "კორონა" 3:2 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ქართველმა 41-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და ისხაკმა ანგარიში გახსნა. გიორგიმ მე-80 წუთამდე ითამაშა. მისი თანაგუნდელი ნიკა კვეკვესკირიც სასტარტოში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია განაცხადში არ იყო.

"ლეხს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 25 ქულით მერვე ადგილზეა და 12 ნოემბერს სტუმრად "იაგელონიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სუპერმენია გიორგი, სათამაშო პრაქტიკა ჭირდება და გამოცდილების შეძენა და ევროპაში თავისუფლად ითამაჭებს მაღალ დონეზე...
და ზარანდია თავის დროზე ნომერ პირველი ტალანტი იყო... ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე დაფრინავდა 2 წლით პატარა იყო თან... რა დაემართა, როგორ ველოდებოდი მის გამონათებას ((
რა მაფიაა?
01:48 08-11-2022
0
უმაგრესი იგროკია გიო
dato
11:28 07-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული