ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვარის" მეორე გუნდში დაშავდა და შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

AutoSharing Option
უნგრული Origo-ს ინფორმაციით, "ფეჰერვარის" მეორე გუნდში გადაყვანილმა ბუდუ ზივზივაძემ მესამე ლიგაში მატჩისას მხრის ტრავმა მიიღო და შესაძლოა, საოპერაციო იყოს. სამწუხაროდ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მას საკმაოდ ბევრი გაუცდება და მინიმუმ, წლის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს. 

"ფეჰერვარის" დუბლები "ნაგიკანიზასთან" 0:5 დამარცხდა, ზივზივაძე კი მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი პირველი გუნდის შემადგენლობას იმის გამო ჩამოაშორეს, რომ გულშემატკივრები მისი საქციელით უკმაყოფილო დარჩნენ - ზივზივაძემ ყოფილ თანაგუნდელს მატჩის შემდეგ მაისური გაუცვალა.

საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს ამხანაგურად მაროკოელებს დაუპირისპირდება და ვილი
სანიოლს ფონს გასვლა ბუდუს გარეშე მოუწევს.

altSportall.ge ბუდუ ზივზივაძეს მხარდაჭერას უცხადებს

altბუდუ ზივზივაძის ბოდიში - მჯერა, გულშემატკივრები სწორად გაიგებენ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
საქართველოს ჩემპიონატიდან მიეცით შანსი ვინმეს ამხანაგურ თამაშში მაინც არც ბუდუ არის რეალში გაზრდილი არც მამარდაშვილი , ნავალოვსკი.. ბევრი გყავთ დასაკარგავი?
.
მოურინიო
09 ნოემბერი 2022 10:03
0
Ვახ, ბუდუს დამტვრევა ძილიან მეწყინა... Ძალიან... Გენაცვალე ბუდუ, მალე გამოჯანმრთელდი, ჯიგარი ფეხბურთელი და ოქრო ადამიანი!მაისურის გაცვლის გამო ასეთი სკამდალის ატეხვა, დუბლებში გადაყვანა და შედეგად ესეთი მძიმე ტრავმა მწვრთნელის და გუნდის ხელმძღვანელობის ბრალია,მაგათი უნამუსო და დაუნახავს დედა ვატირე!
დავითი
08 ნოემბერი 2022 12:19
1
30 წელი ბათუმის გულშემატკივარი ვარ მაგრამ ფლამარიონის გამოძახებას რა ნამუსით ითხოვთ???ტიპი ქარში მოყოლილი ფოთოლივით დაფარფატებს)თუ იმიტომ უნდა გამოვიძახოთ რომ ქართული პასპორტი აიღო?!)
გიუშა
07 ნოემბერი 2022 23:33
0
ბუდუ კაცი ხარ. გაუძელი და რაც შეიძლება მალე აიდა მაქედან.
ჩამოდი და ბიჭებივით ეროვნული და მერე ნორმალურ ჩემპიონატში.
lsd
07 ნოემბერი 2022 23:06
0
ჩვენი ფედერაცია უნდა ჩაერიოს, თორემ დაიკარგება ეს ნიჭიერი ბიჭი საქართველოს ნაკრებისათვის.
თენგაბი
07 ნოემბერი 2022 22:40
1
მაისურის გაცვლა როდის გახდა დასჯადი? თამაშის დასრულების მერე მაისურების გაცვლა ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო? რამე გამომრჩა? :(
გურული
07 ნოემბერი 2022 22:15
3
ერთი ეს ფეჰერვარი გავარდეს მეორე ლიგაში რააა
bejo
07 ნოემბერი 2022 21:19
1
Budus magrad ar umartlebsda ar umartlebda tore top klasis forvardi iqneboda
Achi
07 ნოემბერი 2022 20:57
1
მაგრად შემეცოდა ბუდუ ! რა ბოღმიანი ხალხში მოხვდა და როგორ აურიეს ამ კაცს ცხოვრება და კარიერა!
გიორგი კაჭკაჭიშვილი
07 ნოემბერი 2022 20:54
0
მიქელთაძე,ფლამარიონი, ბერიძე თურქეთიდან და ცხადია მიქაუტაძე
ბათუმელი ექსპერტი
07 ნოემბერი 2022 20:48
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული