თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურში "ჰათაისპორის" ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ჰათაისპორმა" მეორეადგილოსან "ისტანბულ ბაშაკშეჰირს" უმასპინძლა და დიდი ბრძოლა გაუმართა. ლობჟანიძე ამჯერად სასტარტოში არ იყო, 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 81-ე წუთზე მისი პასით ზე ლუიშმა "ჰათაისპორი" დააწინაურა, თუმცა კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და ფრეს მიაღწიეს - 3:3.
ამ სეზონში საბამ ჩემპიონატზე 11 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ჰათაისპორი" 11 ქულით მე-16 ადგილზეა და 13 ნოემბერს გასვლაზე "ისტანბულსპორს" შეხვდება.