"სპალეტი ვარსკვლავებს ვერ იტანს და კვარაცხელიაზე მისი გამონათქვამები უადგილოა" - ნეაპოლელი პროფესორი

AutoSharing Option
ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა გუიდო ტრომბეტიმ, ისევ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საჯაროდ და უადგილოდ ლაპარაკობს. ამ ინფორმაციას AreaNapoli და CalcioNapoli24 Il Mattino-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"გასულ კვირაში სპალეტი, როგორც დიდი მწვრთნელი, ოსიმენის, ლობოტკას და რაჰმანის მნიშვნელოვანი პროგრესის გამო შევაქე. ბერგამოში კარგი ტაქტიკური გაკვეთილი ჩაგვიტარა, როდესაც რასპადორის ელმასი ამჯობინა. სრულყოფილებისკენ მხოლოდ ერთი წინსვლა აკლია.  პრესკონფერენციებზე გამონათქვამებში უნდა შეიზღუდოს. კვარაცხელიას თაობაზე
მის მიერ წარმოთქმული ფრაზა ლამაზი არ იყო: თანაგუნდელები გაღიზიანებულებული დარჩებიან იმით, რომ მასზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. იბადება ეჭვი, რომ ტოსკანელი სპეციალისტი ვერ ეგუება ვარსკვლავებს.

ის, რომ კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვა, იოტისოდენადაც არ აკნინებს ქართველის მნიშვნელობას. თან, ის რბილი ხასიათის ბიჭია. ვიმეორებ, სპალეტის ნათქვამი მე უადგილოდ მეჩვენება.

მაინც უარვყოფ იმ აზრს, რომ სპალეტი ვერ იტანს ჩემპიონებს, რამეთუ საკუთარ თავზე უფრო წინ გუნდს აყენებს. არ მინდა ცუდი ვიფიქრო და შევცოდო, მაგრამ სეზონის დაწყებიდან ქართველის გაკრიტიკების შანსს ხელიდან არ უშვებს. შესაძლოა, ეს მისი აღმზრდელობითი მეთოდია. თუმცა, ეს საქმეს ხელს უშლის. სირცხვილია, როდესაც შესანიშნავ გუნდში საჩემპიონო რბოლისას პრობლემების შექმნას რისკავს".

მკითხველის კომენტარები / 36 /
ანუ მწვრთნელის შექება-არშექებაზე ყოფილა დამოკიდებული ფეხბურთელის კარიერა?!...სპალეტის მიდგომა იდეალურია, კოლექტიურობა არ გამორიცხავს ვარსკვლავობას, თორემ აგერ მბაპემ ყველას თავზე გადაუარა, თავში რომ აუვარდა მწვრთნელის აღუ აღუს ძახილით...და თუ ასეთ მიდგომას არ მოიწონებენ ფეხბურთელები და სხვა გუნდებში გაიქცევიან, იქ ხო რას ამბობ, სულ ქება დიდებაში იქნებიან
ჰე
09 ნოემბერი 2022 10:30
5
GeoTeam-ის Instagram-ი ნახეთ. ივან (მამუკა) ჯუღაევის სურათი არის გამოქვეყნებული. ნეაპოლში ჩავიდა.
გუშინწინ აქ დავწერე: ჯუღელს აწყობს, რომ წელიწადში ორჯერ გაყიდოს 100 მილიონად და თავისი პროცენტი აიღოს.
ქ. გ.
09 ნოემბერი 2022 03:55
22
Vetanxmebi am kacs, xvichas gareshe napoli sachempiono gundi araa, tu realurad shevafasebt atalantastan yaraulis tofivit gauvardat, dghes empolistan ra tamashi iyo 50 wuti karshi ver daartyes, faqti ertia spaletis aqamde didi araferi mougia, xvicha liverpultan gaiyvana tuara gadauara liverpulma, kidev erti 20 wuti rom qonodat amotenidnen napolis. Mec ar momwons xvichaze sul agdebit rom laparakobs spaleti, an es qali jurnalisti sad naxet inteviu chartet vighac kaci usvams shekitxvas.
Ggg
09 ნოემბერი 2022 00:25
4
ბრავოო სპალეტიიიიი!
ლექსო
08 ნოემბერი 2022 23:39
6
სპალეტი და ნაპოლი ურევენ,უფასო პიცას ვერ მიიღებს ზოგიერთი ემიგრანტი.დროზე ათამაშეთ მეგა ვარსკვლავი
pica
09 ნოემბერი 2022 00:07
5
ბატონებო, როცა სპალეტის ყველა ხვიჩაზე ეკითხება, ამით ეუბნებიან, რომ შენ მწვრთნელად არ ვარგიხარ, შენი გუნდი ხვიჩას გარეშე არაფერია, ანუ ერთი ფეხბურთელის გუნდი გყავსო, ეს კი მწვრთნელის უდიდესი შეურაცხყოფა რომაა ამას რატომ არ უწევთ ანგარიშს? სწორედ ამისთვის ღიზიანდება სპალეტი და არა ის შურს, რომ ხვიჩა ვარსკვლავი რომაა.
ჟორა
10 ნოემბერი 2022 17:25
2
სპალეტი ხვიჩას ყველაზე დიდი ქომაგია. ხვიჩა კი არადა და მასზე ბევრად უფროსი და ცხოვრებაში გამოცდილი ადამიანი დაუღუპავს ზედმეტ ქებას. ხვიჩა იზრდბა და ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ფიქრობდეს. ასე მგონია, რომ ხვიჩა სწორედ ამას აკეთებს. ცოტა ხნით თავი დაანებეთ, რაა.
გიორგი
13 ნოემბერი 2022 04:30
0
გამოჩნდა, რომ სპალეტი ბოღმა ყოფილა - თავისივე გუნდის ფეხბურთელების ქებას ვერ იტანს. ამ ქებით თავისი დამსახურების დაკნინება ხდება მაგისი აზრით!
ვაჟა მასწავლებელი
09 ნოემბერი 2022 22:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული