"სპალეტი ვარსკვლავებს ვერ იტანს და კვარაცხელიაზე მისი გამონათქვამები უადგილოა" - ნეაპოლელი პროფესორი

AutoSharing Option
ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა გუიდო ტრომბეტიმ, ისევ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საჯაროდ და უადგილოდ ლაპარაკობს. ამ ინფორმაციას AreaNapoli და CalcioNapoli24 Il Mattino-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"გასულ კვირაში სპალეტი, როგორც დიდი მწვრთნელი, ოსიმენის, ლობოტკას და რაჰმანის მნიშვნელოვანი პროგრესის გამო შევაქე. ბერგამოში კარგი ტაქტიკური გაკვეთილი ჩაგვიტარა, როდესაც რასპადორის ელმასი ამჯობინა. სრულყოფილებისკენ მხოლოდ ერთი წინსვლა აკლია.  პრესკონფერენციებზე გამონათქვამებში უნდა შეიზღუდოს. კვარაცხელიას თაობაზე
მის მიერ წარმოთქმული ფრაზა ლამაზი არ იყო: თანაგუნდელები გაღიზიანებულებული დარჩებიან იმით, რომ მასზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. იბადება ეჭვი, რომ ტოსკანელი სპეციალისტი ვერ ეგუება ვარსკვლავებს.

ის, რომ კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვა, იოტისოდენადაც არ აკნინებს ქართველის მნიშვნელობას. თან, ის რბილი ხასიათის ბიჭია. ვიმეორებ, სპალეტის ნათქვამი მე უადგილოდ მეჩვენება.

მაინც უარვყოფ იმ აზრს, რომ სპალეტი ვერ იტანს ჩემპიონებს, რამეთუ საკუთარ თავზე უფრო წინ გუნდს აყენებს. არ მინდა ცუდი ვიფიქრო და შევცოდო, მაგრამ სეზონის დაწყებიდან ქართველის გაკრიტიკების შანსს ხელიდან არ უშვებს. შესაძლოა, ეს მისი აღმზრდელობითი მეთოდია. თუმცა, ეს საქმეს ხელს უშლის. სირცხვილია, როდესაც შესანიშნავ გუნდში საჩემპიონო რბოლისას პრობლემების შექმნას რისკავს".

მკითხველის კომენტარები / 36 /
ამ სეზონზე ნაპოლს შეუძლია სკუდეტო მოიგოს და ლიგაზეც შორს წავიდეს. სპალეტიც ფიქრობს სავარაუდოდ, რომ წელს მისი გუნდი უტიტულოდ არ დარჩება ყველეფერზე ეტყობა, რომ არ უნდა ეს წარმატება რომელიმე ერთ ფეხბურთელს მიეწეროს. თუ ტიტულს მოიპოვებენ ეს უნდა იყოს სპალეტის როგორც გროსმაისტერი მწრთვნელის დამსახურება. სპალეტიმ ეს ჯერ არ მოპოვებული ტიტული საკუთარ დამსახურებად რო წარმოაჩინოს ყველაზე მეტად ორი ფეხბურთელი უშლის ხელს, ხვიჩა და ოსიმენი. ეს განაპირობებს ხვიჩას მუდმივ კრიტიკას, ოსიმენის კრიტიკას ატალანტასთან მოგებული მაჩის შემდეგ სადაც ფაქტიურად ოსიმენმა მოიგო თამაში მაგფამ სპალეტიმ მეტი უნდა გაეკეთებინაო :) ასევე დღევანდელ თამაშში ოსიმენს რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის იბრძვის არ არტყმევინებს საკუთარ მოპოვებულ პენალტს. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდრს და ეს კარგი გუნდი წელს უტიტულოდ დარჩეს. პ.ს. რაც დავწერე ჩემი აზრია, არ მაქვს პრეტენზია ფეხბურთის დიდ მცოდნეობაზე და თხოვნა მექნება სპალეტით მოხიბლული ხალხი ნუ შეესევით :)
ლაშა
09 ნოემბერი 2022 00:45
8
კარგად ვერ გავიგე, რუსმა კონენტატორმა აგენტისა და ხვიჩას საიდუმლო შეხვედრა ახსენა, სურათიც დვვსო რომლიღაც საიტზე. ცნობილი აგენტია. ნუთუ მართლა მიდის მოლაპარაკება? მგონია. ლივერპულს კიდევ ერთხელ აწყევლინებს თავს თებერვალში უკვე რეალის მაისურით. არ არის ნაპოლი ხვიჩას დონის გუნდი, დღესაც გამონდა ემპოლისთან როგორ ცოდვილობდნენ ხვიჩჩას გარეშე. აი რეალში ნაღდად დაგლიჯავს და იფრენს. ყველა შემთხვევაში წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს.
აბო
09 ნოემბერი 2022 00:39
10
ძვირფასო რედაქცია! ძალიან გთხოვთ დადოთ ინტერვიუ იმ პრაფესორ ქალ ჟურნალისტთან. აქვე, სტატიის სათაურის შაბლონსაც გაწვდით: "ვინ არის ის მორიდებული ქალი და რატომ არ აწუხებს უფრო მეტად სპალეტის ბაზაზე, სახლთან და სუპერმარკეტში? "როგორ, როდის, რომელ წელს და სად იყო მთელი ეს წლები სპალეტის მწვალებელი და "გამპოსლიკებელი" ჟურნალქალი? და ა.შ ეტც და სხვა კიდევ.

ეგ სარკაზმი ალალად დაიმსახურა.

ყოველ პრესკონფერენციაზე მაზოლები ამოუყვანა კაცს ყურებში. როგორც კი მაგ ქალს ახსენებენ სტატიაში, წაკითხვის სურვილს მიკარგავს საერთოდ@
თუ გინდა ნუ გამოაქვეყნებთ
09 ნოემბერი 2022 00:26
8
Vetanxmebi am kacs, xvichas gareshe napoli sachempiono gundi araa, tu realurad shevafasebt atalantastan yaraulis tofivit gauvardat, dghes empolistan ra tamashi iyo 50 wuti karshi ver daartyes, faqti ertia spaletis aqamde didi araferi mougia, xvicha liverpultan gaiyvana tuara gadauara liverpulma, kidev erti 20 wuti rom qonodat amotenidnen napolis. Mec ar momwons xvichaze sul agdebit rom laparakobs spaleti, an es qali jurnalisti sad naxet inteviu chartet vighac kaci usvams shekitxvas.
Ggg
09 ნოემბერი 2022 00:25
4
სპალეტი და ნაპოლი ურევენ,უფასო პიცას ვერ მიიღებს ზოგიერთი ემიგრანტი.დროზე ათამაშეთ მეგა ვარსკვლავი
pica
09 ნოემბერი 2022 00:07
5
მოკლედ სანამ ამ სპალეტის და ხვიჩას არ გადაკიდებენ ერთმანეთს, გინდა ჩვენი გინდა იტალიელები, მანამ არ მოისვენებენ.კიდევ კარგი ხვიჩა სხვა ადამიანია და იმის იმედი მაქვს.ვცდილობ არ წავიკითხოო რასაც წერენო,ერთხელ თქვა.ამ ქართველ ჟურნალისტებს კიდევ,ლიშბი ხვიჩაზე დაასმევინე კითხვა და მეტი არ უნდათ არაფერი.არავინ არ იცნობდა ამათ,იტალიაში რომ არიან და ეხლა ხვიჩას წყალობით ასე თუ ისე ......მოკლედ მოასვენეთ რა ეს ბიჭი
კახა ქ.
08 ნოემბერი 2022 23:57
1
ბრავოო სპალეტიიიიი!
ლექსო
08 ნოემბერი 2022 23:39
6
ბიჯოოო,გაანებეთ ამ ბიჭს თავი რა.რა მარადონას,რის მესიის.იმათ ეპოქა შექმნეს.აცადეთ რა მშვიდად ცხოვრება.თამაშობს თავისთვის,თავის მუღამისთვის.რონალდინიო წავიდა და ფეხბურთმა ღიმილი დაკარგა.აგე მოვიდა ბიჭი რომელსაც იგივე შეუძლია.აცადეთ რააა შეძახილმა ხე გაახმოო ანდაზაა და კაცს ნუ აძახებთ ყოველ წამს.აცადეთ შექმნას რაღაც და გაიხაროს და გაგვახაროს
ჯელა
08 ნოემბერი 2022 21:33
6
მაგიტომ გაუმარჯოს ანჩელოტის, სხვა დონის მწვრთნელია.სულ ბენზემას ქებაშია, ერთი ნეტავ დაუძახოს რეალმა ხვიჩას და დროზე გაასწროს მანდაურობას, არასდროს არავის არ ზღუდავს ინდივიდუალიზმში პაპა კარლო
მამუკა
08 ნოემბერი 2022 20:47
12
შესანიშნავი გუნდია,კვარაც ბრწყინავს-ბრავოო შპალერი!
ლექსო
08 ნოემბერი 2022 23:38
2
სანამ ხვიჩა იქით გაიხედება პაპა კარლო იქ აღარ იქნება... რეალს უნდა სრულიად მზა პროდუქტი, ან ისეთი თვითონ რო ეყიდა 10-20 მილიონად ხვიჩა მაგალითად... აზარი, ბეილი, ისკო, ასენსიო რავი სკამს ხეხავენ შემდგარი ვარსკვლავები და მე არ ვურჩევდი საკმაოდ რამდენიმე წელი, ან იქნებ 5-10 წელიც, რეალში გადასვლას... რეალში უნდა გადავიდეს უკვე რონალდოსავით, ბერნაბეუ რო გაივსება პრეზენტაციაზე და სეზონში 20 გოლს და 30 ასისტს რო გააკეთებს, ლიგაც მოგებული რო ექნება და იქნებ ოქროს ბურთიც... მართალია ყველა ვინც ამბობს რო გავეშვათ ცოტა ხანი ამ ბიჭს, ვუგულშემატკივროთ რა მომავალი თვითონ გადაწყვიტოს... მე ერთი ჯუღელის მეშინია, ამხელა კუშიანი მოთამაშე არ ყოლია ჯერ და არ გაღორდეს და ფულის გულისთვის უცებვე არ გადაიყვანოს სადმე ((
რა მაფიაა?
08 ნოემბერი 2022 21:52
6
გასაგებია რომ ის ქალბატონი გულშემატკივრობს ხვიჩას, როგორც ჩვენ ყველანი და მის მიერ მოწოდებულ სიახლეებსაც ვაფასებ, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყოველ ჯერზე სპალეტი აიძულო რომ ხვიჩაზე ილაპარაკოს. მითუმეტეს იმ თამაშის შემდეგ რომელშიც არ მიუღია მონაწილეობა. სხვა საკითხია სპალეტის დიპლომატიის ნაკლებობა.
wtf
08 ნოემბერი 2022 20:36
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული