"სპალეტი ვარსკვლავებს ვერ იტანს და კვარაცხელიაზე მისი გამონათქვამები უადგილოა" - ნეაპოლელი პროფესორი

AutoSharing Option
ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა გუიდო ტრომბეტიმ, ისევ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საჯაროდ და უადგილოდ ლაპარაკობს. ამ ინფორმაციას AreaNapoli და CalcioNapoli24 Il Mattino-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"გასულ კვირაში სპალეტი, როგორც დიდი მწვრთნელი, ოსიმენის, ლობოტკას და რაჰმანის მნიშვნელოვანი პროგრესის გამო შევაქე. ბერგამოში კარგი ტაქტიკური გაკვეთილი ჩაგვიტარა, როდესაც რასპადორის ელმასი ამჯობინა. სრულყოფილებისკენ მხოლოდ ერთი წინსვლა აკლია.  პრესკონფერენციებზე გამონათქვამებში უნდა შეიზღუდოს. კვარაცხელიას თაობაზე
მის მიერ წარმოთქმული ფრაზა ლამაზი არ იყო: თანაგუნდელები გაღიზიანებულებული დარჩებიან იმით, რომ მასზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. იბადება ეჭვი, რომ ტოსკანელი სპეციალისტი ვერ ეგუება ვარსკვლავებს.

ის, რომ კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვა, იოტისოდენადაც არ აკნინებს ქართველის მნიშვნელობას. თან, ის რბილი ხასიათის ბიჭია. ვიმეორებ, სპალეტის ნათქვამი მე უადგილოდ მეჩვენება.

მაინც უარვყოფ იმ აზრს, რომ სპალეტი ვერ იტანს ჩემპიონებს, რამეთუ საკუთარ თავზე უფრო წინ გუნდს აყენებს. არ მინდა ცუდი ვიფიქრო და შევცოდო, მაგრამ სეზონის დაწყებიდან ქართველის გაკრიტიკების შანსს ხელიდან არ უშვებს. შესაძლოა, ეს მისი აღმზრდელობითი მეთოდია. თუმცა, ეს საქმეს ხელს უშლის. სირცხვილია, როდესაც შესანიშნავ გუნდში საჩემპიონო რბოლისას პრობლემების შექმნას რისკავს".

მკითხველის კომენტარები / 36 /
რომ შეეშვან ამ სპალეტის და კვარას არ შეიძლება, კარგი მწვრთნელია, კარგი შეკრული გუნდია, მარტო კვარა ხომ არ არის, ვერ ხედავთ ოსიმენი რა მაგრად თამაშობს. მიდიან წინ სკუდეტოსკენ. მაგრამ არ ეშვებიან რა
gio
08 ნოემბერი 2022 20:35
1
ჯობს,ის ვიღაც ქალი პროვოკატორი გავაჩეროთ, რომელიც იძულებულს ხდის სპალეტის,ასე როყიოდ ილაპარაკოს კვარაზეც... ძნელია მისი გამტყუნება,როდესაც ზედმეტად უკირკიტებს არაპროფესიონალები- როდის და ვის ათამაშებს. სპალეტის მიზანია მოგება და ამას აღწევს კიდეც. კვარაცხლიას მძიმე კვირა ჰქონდა,ტრამვირებულიც არის... ასეთ მოთამაშეს ვერავინ დაჩაგრავს და დამალავს უმიზეზოდ. ფანების კუმირია ბოლოს და ბოლოს. გამოხტება ეს ქალი და ატლიკინებს ენას!
ნინონანო
08 ნოემბერი 2022 20:34
7
ადვილი სათქმელია გაატაროს, რამდენჯერ ? ეს ქალბატონი ყველა პრეს-კონფერენციას ესწრება.
ქიტესა
08 ნოემბერი 2022 20:05
7
!! ვიცით უკვე რომ ნაცი ხარ და ნუ იცავ იმ თქვენ დაქოქილ ქალს @@@
zura222
09 ნოემბერი 2022 00:08
6
რა ქალბატონი, იტალიელმა კაცმა ჟურნალისტმა დაუსვა ის შეკითხვა კვარაზე, რაზეც სპალეტიმ ცოტა აგრესიულად უპასუხა. საიდან მოიტანეთ ეს ქალბატონი, ადრე იყო ერთი გოგო პრესკონფერენციაზე ქართველი და იმის მერე აღარ ყოფლა არავინ ქართველებიდან. აქ კომენტარებში რასაც წაიკითხავთ ყველაფრის კი ნუ გჯერათ :))
ერთმა დაწერა რაღაც ყურმოკრულად და აყვა ყველა
!!
08 ნოემბერი 2022 21:10
2
ხვიჩა, სხვაგან უნდა გადავიდეს. იმის მაგივრად, რომ სპალეტი ფეხბურთელებს ხვიჩასთვის დროული პასის მიცემას სთხოვდეს, პირიქით იქცევა. ნაპოლის ფეხბურთელთა უმრავლესობა ხვიჩას მხოლოდ მაშინ აძლევენ პასს, როცა სხვა ვარიანტი უბრალოდ არა აქვთ. არადა გუნდმა კვარაზე რომ ითამაშოს,შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება.
ტაბალი
08 ნოემბერი 2022 19:52
19
მეტი უკეთესი რას ნიშნავს ლიგაე ჯგუფიდან პირვდლი ადგილით გავიდა და სერია აში დაუმარცხებელია
მოსეხონელი
08 ნოემბერი 2022 21:59
3
მართალია ეს კაცი ის გოგო რაღაც უაზრობებს ეკითხება გაატაროს ხვიჩას რას ერჩის, რომ კბენს.
ეეე
08 ნოემბერი 2022 19:31
4
სრულიად ვეთანხმები ამ ადამიანს! ბოლოს და ბოლოს ამ გინდში მარადონა თამაშობდა და ასეთ გუნდში უნდა აფასებდნენ ინდივიდუალისტებს,მესმის გუნდურობა და საერთო მიზანი,მარა ყველა დიდ გუნდში არის ხოლმე ის ვარსკვლავი რომელიც ადგას თავზე საახალწლო ნაძვის ხესავით.დიდ მწვრთნელობას მხოლოდ და მხოლოდ ეს აკლია სპალეტისთვის,რომ მოუძებნოს ადგილი და შეეგუოს ინდივიდუალისტებს.
otar
08 ნოემბერი 2022 19:29
2
ხვიჩა ჯერ არ არის ვარსკვლავი. ხვიჩასგან ვარსკვლავს ძერწავს სპალეტი. აცალეთ ამ ადამიანებს.
გიორგი
13 ნოემბერი 2022 04:38
0
გენაცვალე ჯიგარში!
ყველაფერი მართალია რაც თქვა!

დიდგორელი
08 ნოემბერი 2022 18:54
4
მართლა პროფსორია ეს დალოცვილი. თითქოს ჩემს გულში იჯდაო. ჩემი აზრით. სპალეტის სულ ფეხებზე კიდია რამდენს გაიტანს ხვიჩა და რა სტატისტიკა ექნება. ეს ჩვენ გვაღელვებს და ხვიჩას. სპალეტისთვის მთავარია ნაპოლიმ გაიტანოს და გაიმარჯვოს. ეს პირდაპირ აისახება მის კარირრაზე და გასამრჯელოზე. დანარჩენი მაგისთვის სულ ერთია. მუშაობს გუნდური პრინციპით და მორჩა.
აბო
08 ნოემბერი 2022 18:53
4
მართლია სპალეტი. ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს. ვარსკვლავმაც გუნდზე უნდა ითამაშოს.
გიორგი
13 ნოემბერი 2022 04:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული