კვარაცხელიას აგენტი ეწვია - სპალეტიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ემპოლისთან" მოგებული მატჩის (2:0) წინ "ნაპოლის" ტრავმირებული ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა ნეაპოლში მოინახულა. Il Mattino იტყობინება, რომ ვიზიტი მოულოდნელი იყო და ქართველი შაბათს "უდინეზესთან" თამაშს იმედოვნებს.

ხვიჩა "ემპოლისთან" დაპირისპირებას მეგობრებთან ერთად დაესწრო. შეხვედრის დაწყებამდე სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა, რომ კვარაცხელია ტრიბუნაზე იმყოფებოდა და მას გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. Napolipiu აღნიშნავს, რომ ხვიჩა თანაგუნდელების გამარჯვებამ ძალიან გაახარა.

Sportall.Ge

ნამატჩევს "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიეს, ლიდერობა კარგია, მაგრამ წინ დიდი გზა აქვთ გასავლელი, კომპლიმენტებით კმაყოფილია, მსოფლიო ჩემპიონატი კი
მის ფეხბურთელებზე უარყოფითად არ იმოქმედებს, რამეთუ ყველა კლუბი ერთნაირ მდგომარეობაში იქნება, სჯერათ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიზნისაკენ სვლას გააგრძელებენ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯუჯი-ს ვეთანხმები 100%.
ქართულ ფეხბურთს ბევრი ვარსკვლავი ყავდა და ალბათ კიდევაც ეყოლება მომავალში, მაგრამ მესხი იყო ბრწყინვალე და ჯერ-ჯერობით განუმეორებელი, რომელიც როგორც ქართულ ასევე უცხოეთის სტადიონზე აყვირებდა მაყურებელს: "მესხი, მესხი" და ტაიმებს შორის არბენინებდა მაყურებელს ერთი ტრიბუნიდან მოპირდაპირე ტრიბუნაზე, რათა სიამოვნება მიეღოთ მისი თამაშის ყურებით.
სხვათა შორის მესხმა გაბრწყინება ისევე როგორც ხვიჩა-კვარამ 21 წლისამ დაიწყო დინამოს საფრანგეთში საგასტროლო თამაშების დროს და მის შემდეგ 7-8 წელი ბრწყინავდა.
დღეს-დღეობით ხვიჩა-კვარას თამაშის მანერა, რომელიც ასევე პერიოდულად აყვირებს ნეაპოლელ მაყურებელს "კვა-რა-ცხე-ლია" - ბრწყინვალებით ძალიან წააგავს მესხისას, მაგრამ უფრო პროდუქტიულია გატანილი გოლების მხრივ, რადგან მიშას გატანილ გოლზე მეტი "ასისტი" ქონდა გაკეთებული ზ.კალოევზე და ვ პონედელნიკზე!
ვაჟა მასწავლებელი
01:43 10-11-2022
1
ატკატი უნდა... შეთანხმებისამებრ.
და ესაა მიზეზი.

P.s. გურჯაანელები შემეხმიანონ თუ ვინმეა აქ, რაღაც მინდა ვკითხო

ბოჩოლიკაშვილი შალვა
21:54 09-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული