"კარგი ბიჭია; ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება" - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

2007 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის თქმით, ცუდია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ერლინ ჰოლანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.

"ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია. ჩემთვის მისი თამაში სიურპრიზი იყო. სამწუხაროა, რომ ის და ჰოლანი მუნდიალს გამოტოვებენ, მოედანზე სხვაობას სწორედ ასეთი მოთამაშეები ქმნიან, რადგან იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სხვებს არ შეუძლიათ" - განაცხადა "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს, მასპინძელ კატარის ნაკრებისა და ეკვადორის თამაშით გაიხსნება.

alt"ნაპოლი" ხვიჩასა და

ფანტაზიის გარეშე - გამარჯვება "საჩემპიონო" სტილში

 

alt"ნიკოს ოჯახს" - ხვიჩამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს საკუთარი მაისური გამოუგზავნა

altკვარაცხელიას აგენტი ეწვია - სპალეტიმ კომენტარი გააკეთა




მკითხველის კომენტარები / 13 /
გთხოვთ მოეშვათ კომენტარებს რომ აქ ვინმეს რამის გამოთქმას უნდა მოვერიდოთ იმიტომ რომ თურმე ხვიჩა ისე ვერ გაიგებს რომ წაიკითხოს. აგერ კაკა, გუშინ კასანო, მის წინ ნიუ იორკ თაიმს, უფრო ადრე დეილი მირორი, სხვა და სხვა სახელოვანი ექსპერტები, მედიები წერენ და ლაპარეაკობენ ხვიჩაზე. აქ კი ვკითხულობ რომ მე თურმე ზედმეტს ვწერ როცა ვიძახი ჩემთვის ხვიჩას გარშემო ტრიალებს სამყარომეთქი. მე ვარ ფანი, ეს კი ცოტათი შეშლი და შეყავრებულ ადამიანს ნიშნავს და არც ექსპერტი ვარ არც ფეხბურთში მეთქმის რამე მსოლფიო მასშტაბით. ჩემთვის ბავშვობიდან დათოს გარშემო ბრუნადაა ფეხბურთის სამყარო და ახლა ნატვრა ამისრულდა დაიბადა ისეთი ვის გარშემოც ისევ დაიწყო ბრუნვა სამყარომ და ეს ბიჭი ხვიჩაა. მე უსაზღროდ ვარ შეყვარებული და დიდი იმედებიც მაქვს ხვიჩაზე, დარწმუნებული ვარ ყველას გაგვიმართლებს იმედებს. გთხოვთ ნუღარ მომიწოდებთ ნურც მე და ნურც სხას დავწერო მასზე ის რასაც მე ვფიქრობ. გთხოვთ ნუ ხართ შიშებში ეს ბიჭი გაცილებით ჭკვიანიც არის ვიდრე თქვენ გგონათ 21 წლის ბიჭის კვალობაზე და ის ყველაფერს აღიქვამს სწორედ. სწორედ რომ ვერ აღიქვამდეს აქმდე ვერც მოვიდოდა. მადლობა და პატივისცემა ყველა თქვენთაგანის მიმართ.
G.LA
14:53 09-11-2022
3
როცა ამ დონის ფეხბურთელი ხვიჩას ასე ახასიათებს, ბევრზე მეტყველებს.
თომა
14:26 09-11-2022
0

სიახლეები პოპულარული