დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის საფრთხე - ხვიჩას თამაში საეჭვოა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას თამაში "უდინეზეს" წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Repubblica ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ წელის ტკივილის გამო მკურნალობის პერიოდში ხვიჩა კორტიზონის ნემსებს იყენებდა, რაც, შესაძლოა, დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის მიზეზი გახდეს. 

ახალი ანტიდოპინგური რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, კორტიზონის ნემსები გარკვეული რაოდენობით აკრძალულ ნივთიერებას შეიცავს.

შეგახსენებთ, ხვიჩამ "ნაპოლის" ბოლო 2 მატჩი, "ატალანტასთან" და "ემპოლისთან", გამოტოვა, მისი აგენტის, მამუკა ჯუღელის თქმით, არსებობს ალბათობა, რომ "კვარა" უდინეზესთან" მოედანზე გავიდეს.

alt"აპირებს თუ არა ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებას?" -

მამუკა ჯუღელის კომენტარი Calcionapoli-სთან

altითამაშებს თუ არა კვარაცხელია "უდინეზესთან"? - იტალიური მედია ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 32 /
სრულად გამოჯანმრთელდეს და შემდეგ ითამაშოს.
0
სისულელეა! არსებობს თერაპიული გამონაკლისები და ექიმის დანიშნულებით თუ კეთდება ნემსი ისვე დაუწერდა თერაპიულ გამონაკლისს. არანაირ პრობლემას ეს არ იწვევს.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული