კვარაცხელიას მსურველ კლუბს კონტრაქტის გამოსასყიდად 100 მილიონის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედ ხელშეკრულებას ერთი სეზონით გაუხანგრძლივებს და წლიურ ხელფასს ერთი მილიონი ევროდან ორ მილიონამდე მოუმატებს.

კვარაცხელიას კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 35 მილიონიდან 100 მილიონამდე გაიზრდება.

ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩა ზაფხულში ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონად შეიძინა. ის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 35 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
2 მილიონი არ არის დიდი ხელფასი ხვიჩას დონესთან მიმართებაში.სხვები დიდად მეტს ღებულობენ. ნაპოლის მფლობელები ძუნწობენ.
ჯუჯი
20:02 10-11-2022
3
ხვიჩა შენს გულშემატკივრებს, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნებით და უბრლოდ ძალიან გვიყვარხარ, მაგრად გული გვწყდება, რომ პოლიტიკურ პარტიებთან მიკუთვნებულ ადამიანს ეხმიანები და მაისურ(ებ)ს უგზავნი, ან მათთან ფოტოს იღებ. მაგალითად უცნობს რომელიც ქოცია, ასევე მამა პეტრე კოლხს, რომელიც ნაცია და ასე შემდეგ.
გვესმის!
გაგებით ვეკიდებით ყველაფერს რადგან გვიყვარხარ , და იმხელა მასშტაბებზე გახვედი უკვე ყველასი ხარ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ არავის არაფერს გამოუგზავნი, ვინც რაღაც კუთხით მაინც არის დაკავშირებული ნაც-ქოცებთან.
ყველაზე ბინძური პოლიტიკური პიარისთვის გამოიყენებენ ამას და ყოველთვის გაგსვრიან. დაიმახსოვრე!!!
ანტი ქოც-ნაცი!
19:11 10-11-2022
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული