"ნაპოლის" საიტის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად დღესაც ვერ ივარჯიშა, კლუბის ბაზაზე თერაპიული კურსი ჩაიტარა, სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა და "კასტერ ვოლტურნო" ნაადრევად დატოვა.
Il Mattino წერს, რომ კვარაცხელია ბოლო საათებში ძალიან ცდილობდა მწყობრში ჩადგომას, მაგრამ დიდი ალბათობით, "უდინეზესთან" მატჩში მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში არ იქნება და განაცხადში არ შეიყვანენ.
90min-ი ხვიჩაზე ინფორმაციას ავრცელებს სათაურით - "ცუდი ამბები "ნაპოლისთვის": ბოლო ცნობები კვარაცხელიას ტრავმის შესახებ". გამოცემა აღნიშნავს, რომ ამირ რაჰმანიმ სატრენაჟორო დარბაზშიც ივარჯიშა და გუნდთან ერთადაც, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია და სალვტორე სირიგუ,
ალბათ, განაცხადს მიღმა დარჩებიან.
მოკლედ, უდავოა, რომ უვარჯიშებელი ქართველი თამაშის სასტარტოდან დაწყებას ვერ შეძლებს და უკეთეს შემთხვევაში შეიძლება შეცვლაზე შეუშვან. იმის გათვალისწინებით, რომ "კვარა" ბოლომდე ვერ მომჯობინდა, იქნებ სულაც უკეთესი იყოს, საერთოდ დაისვენოს და წლის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს.
ფურთხის ღირსია მართლა ეს ქვეყანა ასეთი განავლისფერი ადამიანები რომ ჰყავს.
თავის საკუთარ გვერდზე რომ აყროლდეს და ნაპოლის ოფიციალურზე არ მოგვჭრას თავი არ შეიძლება?
ბიჭს მთელი ქალაქი აფასებს, მის გამოჯანმრთელებას როგორ ელოდებიან და საკუთარი თანამემამულე ამას უწერს.
ალბათ როგორ უჭირს და როგორი გაუბედურებული ცხოვრება აქვს, სპეციალურად რომ შედის და ნაპოლის ოფიციალურზე ხვიჩას წყევლის და აგინებს.
იმედია თვითონაც მიაღწევს რაიმეს ცხოვრებაში და იმ საკუთარი პროფილის ფოტოს ფერი არ დარჩება მთელი ცხოვრება
..