"ცუდი ამბები "ნაპოლისთვის" - ხვიჩა, ალბათ, სპალეტის განკარგულებაში არ იქნება

AutoSharing Option
"ნაპოლის" საიტის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად დღესაც ვერ ივარჯიშა, კლუბის ბაზაზე თერაპიული კურსი ჩაიტარა, სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა და "კასტერ ვოლტურნო" ნაადრევად დატოვა.

Il Mattino წერს, რომ კვარაცხელია ბოლო საათებში ძალიან ცდილობდა მწყობრში ჩადგომას, მაგრამ დიდი ალბათობით, "უდინეზესთან" მატჩში მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში არ იქნება და განაცხადში არ შეიყვანენ.

90min-ი ხვიჩაზე ინფორმაციას ავრცელებს სათაურით - "ცუდი ამბები "ნაპოლისთვის": ბოლო ცნობები კვარაცხელიას ტრავმის შესახებ". გამოცემა აღნიშნავს, რომ ამირ რაჰმანიმ სატრენაჟორო დარბაზშიც ივარჯიშა და გუნდთან ერთადაც, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია და სალვტორე სირიგუ,
ალბათ, განაცხადს მიღმა დარჩებიან.

მოკლედ, უდავოა, რომ უვარჯიშებელი ქართველი თამაშის სასტარტოდან დაწყებას ვერ შეძლებს და უკეთეს შემთხვევაში შეიძლება შეცვლაზე შეუშვან. იმის გათვალისწინებით, რომ "კვარა" ბოლომდე ვერ მომჯობინდა, იქნებ სულაც უკეთესი იყოს, საერთოდ დაისვენოს და წლის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ვინმე ლევანი, განავლისფერი პროფილის ფოტოთი და ალბათ ასეთივე ფერის და სუნის ცხოვრებით, წარუმატებელი საკუთარ ცხოვრებაში და კარიერაში, ნაპოლის ოფიციალურ გვერდზე აკომენტარებს და ოცნებობს კვარაცხელიამ კარიერა დაასრულოს ტრავმით და აღარ ითამაშოს არასდროს.
ფურთხის ღირსია მართლა ეს ქვეყანა ასეთი განავლისფერი ადამიანები რომ ჰყავს.
თავის საკუთარ გვერდზე რომ აყროლდეს და ნაპოლის ოფიციალურზე არ მოგვჭრას თავი არ შეიძლება?
ბიჭს მთელი ქალაქი აფასებს, მის გამოჯანმრთელებას როგორ ელოდებიან და საკუთარი თანამემამულე ამას უწერს.
ალბათ როგორ უჭირს და როგორი გაუბედურებული ცხოვრება აქვს, სპეციალურად რომ შედის და ნაპოლის ოფიციალურზე ხვიჩას წყევლის და აგინებს.
იმედია თვითონაც მიაღწევს რაიმეს ცხოვრებაში და იმ საკუთარი პროფილის ფოტოს ფერი არ დარჩება მთელი ცხოვრება
..
0
მეგობრებო! ყველას გვემახსოვრება, თუ როგორ აჟიოტაჟში და ეიფორიაში ვიყავით ჩაკვეტაძის დროს ( მაშინ არც გაგვემტყუნებოდა, ისე გვიხაროდა) ეხლა ვხვდები, მაშინ თუ რამხელა წნეხის ქვეშ მოვაქციეთ გიორგი და რამხელა პასუხისმგებლობა დავაკისრეთ ასაკით პატარა ბიჭს, მე მგონი ეხლაც ასევე ვექცევით ხვიჩას. ხვიჩას მალე გამოგამრთელებას ვუსურვებთ! ჩვენ ქომაგებს ცოტა თავშეკავება არ გვაწყენდდა, ისევ და ისევ ხვიჩასთვის!
კეთილი სურვილებით, ხვიჩას გულშემატკივარი!
11:20 11-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული