„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ამ სეზონში კარი მშრალად მესამედ შეინახა - 14 მატჩში 15 გოლი გაუშვა.
მასპინძლებმა გასაკვირად აქტიურად ითამაშეს. პირველ ტაიმში კარგი მომენტი კასტილეხომ ვერ გამოიყენა, მუსას დარტყმული ბურთი კი ძელს მოხვდა. მამარდაშვილი დამაჯერებლად ირჯებოდა და ლუის ენრიკესა და კრუსს არ დაანება გატანა. 61-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ედგარ გონსალესმა ლინო წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, საჯარიმოდან კი ულამაზესი გოლი ალმეიდამ გაიტანა. მე-80 წუთზე კლუივერტის მოპოვებული პენალტის შემდეგ რუი სილვას კარი გილიამონმა დალაშქრა. ბოლოს სევილიელები კლუივერტმაც დაამწუხრა და "ვალენსიამ" გაიმარჯვა.
„ვალენსია“ 19 ქულით მე-10 ადგილზეა და 31 დეკემბერს გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 39 876 მაყურებელი
ვალენსია - ბეტისი 3:0
გოლები: 1:0 ალმეიდა (63), 2:0 გილიამონი (81), 3:0 კლუივერტი (90+3)
გაძევება: ედგარ გონსალესი (61)