ვაისი: ჩაკვეტაძეს ძვლამდე ოთხსანტიმეტრიანი ჭრილობა აქვს

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატზე "რუზომბეროკთან" მოგებულ მატჩში (2:0) "სლოვანის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ქართველის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ჩაკვეტაძეს ძვლამდე ოთხსანტიმეტრიანი ჭრილობა აქვს. ამიტომ, სავარაუდოდ, მეტოქის მხრიდან უხეშობას ჰქონდა ადგილი. ჭრილობის გაკერვა მოუწიათ. ვფიქრობ, სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ ვნახოთ".

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 17 ნოემბერს მაროკოსთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის გამოიძახა. თუმცა ახლა მთავარია სერიოზული არაფერი სჭირდეს და მალე ჩადგეს მწყობრში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
tramvianobam shemogvitia nakrebshi tumca yvelaperi kargad iqneba win gamarjvebisaken bichebo aba tqven icit waugebeli seria unda gaagrdzelod gmerti tqvensken. gaumarjos saqartvelos)
gio9
14:50 14-11-2022
0
ამდენი ხალხი ვართ არავინ იცნობთ კარგ მლოცავს ამის დედა ვატირე ))) რამე ვუშველოთ ამ ბავშვს ვინ დაწყევლა ასე?! იმედია ჩამოვა და ითამაშებს... იქით კვარას არ უთამაშია კაი ხანია და ამოვარდნილი იქნება ფორმიდან.. ან ეს მაროკო საიდან მონახეს ევროპაში გუნდი დაილია? ბარემ ბურკინა ფასოს ვეთამაშოთ არაფრის მომცემი თამაშია სად აფრიკა სად ჩვენ. ისლანდია კაი ვარიანტი იყო ან ჩრ ირლანდია
roni
11:45 14-11-2022
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული