"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო "მარტეს" ეთერში უარყო, რომ თავიდან "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებდა და გუნდში ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად აღიარა:
"ვაკრიტიკებდი თუ არა წარსულში ხვიჩა კვარაცხელიას? ეს ასე არაა: ყოველთვის ვამბობდი, რომ ის "ნაპოლიში" ერთადერთი ნამდვილი ტალანტია, რადგან მხოლოდ მან იცის, რა უნდა გააკეთოს, რაც სხვებს არ შეუძლიათ.
თუ ლუჩანო სპალეტის მისი არტახებში მოქცევა სურს, დიდ შეცდომას დაუშვებს, ვინაიდან ნიჭის გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება".
ვაცალოთ სპალეტის. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა. ხვიჩა სტაბილურად უმატებს, როგორც ტაქტიკურად ისე ფიზიკურად. თუ ასე გააგრძელებენ 2 სეზონში სრულყოფილი ფეხბურთელი გვეყოლება, რომელიც მწვწრვალებს დაიბყრობს! წარმატება ხვიჩას, ნაპოლის და საქართველოს ნაკრებს!