"მამას და მესის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. დიეგო ლეოს ყოველთვის იცავდა და მუდამ მის მხარეს იყო. "ლა პულგა" დიდ ზეწოლას განიცდის.
მამაჩემის შედარება რომელიმე ფეხბურთელთან? ამას მხოლოდ ის აკეთებს, ვინც ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. რა თქმა უნდა, მესი "ალბისელესტეს" ლიდერია, თუმცა სკალონი ცდილობს, რომ არგენტინის ნაკრებმა გუნდური ფეხბურთი ითამაშოს
რაც შეეხებათ ოსიმენს და კვარაცხელიას, ნიგერიელი ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია. "კვარა" კი უმაღლესი ხარისხისა და კლასის ფეხბურთელია. მაგრამ, სტანისლავ ლობოტკა "ნაპოლის" შეუცვლელი მოთამაშეა, მიუხედავად სუსტი ფიზიკური მონაცემებისა, სივრცეებს მუდამ პოულობს და გუნდის შეტევებს სწორედ სლოვაკი ფეხბურთელი იწყებს.
ვფიქრობ, ჯოვანი სიმეონე არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმარებოდა. "ალბისელესტეს" ალვარესი, დიბალა და კორეა ჰყავს, თუმცა სამივე მათგანი მეორე ფორვარდია. მჯერა, რომ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრები წარმატებას მიაღწევს" - განაცხადა მარადონამ.
კვარაცხელიასა და მამარდაშვილზე ბევრ ჭორ-მართალს წავიკითხავთ - სატრანსფერო ფანჯრის ამბები
ხვიჩა კვარაცხელიას სამეგრელოში, სახლთან, გულშემატკივრები დახვდნენ [VIDEO]
მეც მაგრად გავაშანშალე,მაგრამ ეს სათქმელი უნდა მეთქვა,ყველასათვის.იმედია,ყველა დამეთანხმება
რატომ ხართ ასეთი აგრესიული მის მიმართ. ქოცების მომხრე გგონიათ ყველა მისი გულშეატკივარი? მაგას ნამდვილად არ მივიღებ ჩემს თავზე, იმიტომ რომ ყველაზე ანტო ქოცი ვარ.
ნაცებს და ქოცებს რომ განცდებით და მაგათ მიღმაც დაინახავთ სამყაროს მერე მომწერეთ!
თუმცა "ზვეზდა" ზე გეტყობათ უკვე.
რა ცაში აყვანაზეა ლაპარაკი, როცა ბიჭს ნაბიჯი ვერ გადაუდგამს კუდში არ სდიონ და უსამართლოდ არ ლანძღონ.
თუ ვერ იტანთ შეგიძლიათ არ უყუროთ მის თამაშს და რაც მოგწონთ იმით დაკავდეთ.
წარმატებები!