"საბურთალოსა" და საქართველოს ნაკრების 21 წლის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი "შახტარის" ფეხბურთელი გახდა.
დონბასური კლუბის საიტი იტყობინება, რომ ქართველს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ხელშეკრულება ძალაში 2023 წლის 1-ელი იანვრიდან შედის.
Transfermarkt-ის მიხედვით, გოჩოლეიშვილის სატრანსფერო ფასი 600 ათასი ევროა.