კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა და ხვალ თურქეთში გაემგზავრება

AutoSharing Option
"ნაპოლის" იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მუნდიალზე არ ასპარეზობენ, არდადეგები დასრულდა. ისინი დღეს "კასტელ ვოლტურნოს" ბაზაზე გამოცხადდებიან, ხვალ, 1-ელ დეკემბერს კი, თურქეთში 2-კვირიან შეკრებაზე გაემგზავრებიან.

"პარტენოპეის" თურქეთში 3 ამხანაგური მატჩი ("კრისტალ პალასი", "ანტალიასპორი" და "კარაგიუმრუკი") აქვს დაგეგმილი.

რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად იქნება ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ბოლოს ზურგის ტრავმა აწუხებდა და კლუბს ვერ ეხმარებოდა.

"ნაპოლი" სერია A-ს უკვე 2023 წელს, 4 იანვარს, "ინტერთან" საგარეო მატჩით განაახლებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხლა ვუყურებ კალჩონაპილი24 ს და ხვიჩა არ ჩანს ყველას ჩასვლა მისვლა აჩვენეს ბაზაზე და მერე შეკრებაც ერთად რომ შეიკრიბნენ და ხვიჩა არ ჩაანს ((( რაშია ასაქმე ისევ აწუხებს ზურგი ?(((
zura222
17:20 30-11-2022
4
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
15:50 30-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული