"ბედნიერი და ამაყი ვარ! ეს აღიარება ჩემთვის ბევრს ნიშნავს" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანახმად, 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

"მოგესალმებით. ბედნიერი და ამაყი ვარ. მადლობა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ამ აღიარებისათვის. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ბედნიერ და გამარჯვებებით დახუნძლულ 2023 წელს გისურვებთ".

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" დღეს წლის უკანასკნელ შეხვედრას ფრანგულ "ლილთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ ხვიჩა შვილო მადლობა მილოცვისათვის ყველას გვიყვარხარ საქართველოში და აბა შენ იცი კიდევ როგორ გაგვახარებ ღმერთმა დაგლოცოს!!!
ზაზა
09:09 25-12-2022
0
ხვიჩა გილოცავ ჯიმა! ირიათო გომორძგვილო!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
22:20 21-12-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული