საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანახმად, 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
"მოგესალმებით. ბედნიერი და ამაყი ვარ. მადლობა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ამ აღიარებისათვის. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ბედნიერ და გამარჯვებებით დახუნძლულ 2023 წელს გისურვებთ".
შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" დღეს წლის უკანასკნელ შეხვედრას ფრანგულ "ლილთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.