ხვიჩა 2028 წლამდე ნეაპოლელი ხდება - ახალ კონტრაქტზე ყველაფერი მოგვარდა...

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს.

მოგეხსენებათ, 22 დეკემბერს დაიწერა, რომ რამდენიმე დღეში იტალიაში ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი ჩავიდოდა და მისი კლიენტის ახალ შრომით ხელშეკრულებაზე დაიწყებდა მოლაპარაკებას.

ზემოთ აღნიშნული წყარო აღნიშნავს, რომ "კვარა" "პარტენოპეისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმების ზღვარზეა და თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას "ნაპოლი" სერია A-ს 4 იანვარს "ინტერთან" საგარეო მატჩით განაახლებს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ხუთი წელი ბევრი არ არის? კაცმა არ იცის რა მდგომარეობაში იქნება ნაპოლი თუნდაც ორი წლის შემდეგ. ღმერთმა ნუ ქნას და ვთქვათ დასუსტდა, ხვიჩას სათრევი გახდა და უკეთეს გუნდში ცოცხალი თავით არ მოინდომეს გაყიდვა....
არტ
11:42 27-12-2022
7
ნუ ბოდიალობთ ზოგიერთები რაღაც ზღაპრებს და ნუ წერთ ხვიჩაზე ესე იქნება თუ ისე წარმატება უსურვეთ და გვიხაროდეს მთელ საქართველოს მისი წარმატება ეგოისტები ნუ იქნებით ღმერთმა ხელი მოუმართოს წარმატებები გვჯერა შენი ხვიჩა ჯიმა ბოლომდე მიაწექი
დათა
02:25 27-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული