forbes: კრასიჩის მახე კვარაცხელიასთვის - ქართველმა იტალია შტურმით აიღო და შესაძლოა, კიდევ უფრო უკეთესი ვიხილოთ

AutoSharing Option
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა forbes-მა "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას წერილი მიუძღვნა, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ქართველის ჩინებულ დებიუტს ხაზი გაუსვა და ერთგვარი პარალელი გაავლო სერბ მილოშ კრასიჩთან, რომელმაც "იუვენტუსში" თავიდან თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მეტოქეებმა მის სტილს ალღო აუღეს. თუმცა ხვიჩას შემთხვევაში გამოცემა ამის ალბათობას გამორიცხავს:

"რაც შეეხება სადებიუტო სეზონებს, უფრო სწორად, სადებიუტო სეზონების პირველ თვეებს, ძნელია რაიმე გაიხსენო უფრო უკეთესი, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია. გარდა რამდენიმე გამჭრიახი დამკვირვებლისა, ყველასათვის თითქმის უცნობი ქართველი გარემარბი იტალიაში ივნისში ჩავიდა. ლორენცო
ინსინიეს შემცვლელად 10 მილიონ ევროდ შეძენილ კვარაცხელიაზე რომ ვთქვათ, თავიდანვე მეტ-ნაკლები წარმატებით მოჰკიდა საქმეს ხელიო, არასწორი იქნება. მისი მოქნილი აღნაგობით, მარდი ფეხებითა და მეტოქეების გვერდის ავლის მრავალი უნარით, ის, შესაძლოა, სერია A-ში პირველ სამ თვეში საუკეთესო იყო.

ხვიჩას "ნაპოლიზე" გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ბევრს დაავიწყდა თავისი ყოფილი გმირი ინსინიე, რომელიც თავისი კარიერის დასასრულებლად "ტორონტოში" გადავიდა. "კვარამ" ნეაპოლურ გუნდში სერია A-ში 2022 წელი 6 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა, ყველა ტურნირზე კი 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. 21 წლის კვარაცხელიამ შტურმით აიღო არა მარტო იტალია, არამედ ჩემპიონთა ლიგა, სადაც არაერთხელ გააბითურა ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი. მოულოდნელობის ეფექტმა კვარაცხელიას სეზონის პირველ ნახევარში უდავოდ უპირატესობა მიანიჭა, იმან, რომ მოწინააღმდეგეთა მცველებმა არ იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე.
კვარაცხელია არ უნდა გაებას იმავე მახეში, რომელშიც "იუვენტუსის" ყოფილი გარემარბი მილოშ კრასიჩი 2010-11-ის სეზონში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ცსკა-ს შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გამოცდილება გააჩნდა, სერბი იტალიაში, ცოტა არ იყოს, უცნობის რანგში ჩავიდა. კრასიჩმა სეზონის პირველ ნახევარში თავის გამოჩენა მოახერხა საშინელ გუნდში, რომელშიც ახალგაზრდა ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და კლაუდიო მარკიზიო იყვნენ და აგრეთვე ასაკოვანი ალექს დელ პიერო, ამაური და ფაბიო კუალიარელა. კრასიჩი ჯადოქრობით გამოირჩეოდა და "იუვენტუსი" მარჯვენა ფლანგზე მისი სიმარჯვით ადვილად იგებდა მატჩებს.

მერე კი დადგა შობის დღესასწაულები და 2021 წლის სეზონის განახლებისას კრასიჩი გაანეიტრალეს, მისი მოძრაობები შეისწავლეს და შედეგად ადვილად შესაჩერებელი გახდა. მეტიც, გამჭრიახობა არ ეყო, რათა რაიმე შეეცვალა. ამიტომ ვეღარ თამაშობდა. ზაფხულში "იუვე" ანტონიო კონტემ ჩაიბარა და მდგომარეობა გაუუარესდა - თავის მეორე სეზონში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2022 წლის ზაფხულში "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდეს. ტურინული კლუბის ისტორიაში შევიდა, როგორც წარუმატებელი, თუმცა პირველი ოთხი თვე შესანიშნავი ჰქონდა და უმეტესობას სჯეროდა, რომ მხოლოდ უკეთესი გახდებოდა.

კვარაცხელიას სასახელოდ უნდა აღინიშნოს, თქვა, იმისათვის, რათა არ გახდეს მისი თამაში მეურვეებისთვის ამოსაცნობი, ბევრს მუშაობს, რომ ძნელად შესაჩერებელი შეიქნეს: "ყველა დაიწყებს ჩემი თამაშის შესწავლას და გაანალიზებას, მაგრამ მათთვის ეს გამოუსადეგარი იქნება. საკუთარ თავზე, ახალი ფინტების დახვეწასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე ბევრს ვმუშაობ, კიდევ უფრო ძნელად პროგნოზირებადი უნდა გავხდე".

ქართველის სისწრაფის, სიმძიმის დაბალი ცენტრის და არაორთოდოქსული სტილის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ უცნობია, ვინმე მოახერხებს თუ არა მის შეჩერებას, თუ ორი მეურვე არ მიუჩინეს. თავად ფაქტი, რომ თავის თამაშში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა საჭიროდ ჩათვალა, დიდი ალბათობით, თავს აარიდებს გახდეს კიდევ ერთი კრასიჩი და არაა გამორიცხული, 2023 წელს კიდევ უფრო უკეთესი ვიხილოთ, ვიდრე ისეთი, რომელმაც 2022 წლის რამდენიმე თვეში პუბლიკა დამუხტა.

და კიდევ საშიში პერსპექტივა მარჯვენა მცველებისთვის, რომლებიც მას გადაეღობებიან".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემი აზრით ხვიჩა უფრო შემტევი ნახევარმცველია , ვიდრე ტიპიური მარცხენა გარემარბი.
gogi
23:49 28-12-2022
5
დიდი ბოდიში კრასიჩთან მაგრამ ის იყო ტიპური ცხენი ვინგერი ფანტაზიის და კრეატივის გარეშე, რომლის პროგნოზირებადობა იოლი გასაშიფრი იყო სერია ას მცველებისთვის და ეს მარტივად გამოუვიდათ კიდეც. მეტიც ერთი სეზონი ორი გოლის გამტან და ერთი კაცის მომტყუებელ ვიღაც ანტონებში სანჩოებში და გრილიშებში 100 მილიონ $ ისე იხდიან ამ ფასის ფეხბურთელების შემყურე მათ წინ მცველები შიშის ზარს უნდა სცემდნენ და ფეხბურთის გულშემატკივარს საფეხბურთო სპექტაკლებს ჩუქნიდნენ ამის მაგიერ კი ეს ვინგერები ზამენას თამაშიდან თამაშამდე უშინაურდებიან და ვინ მოთვლის ესეთე არ შემდგარ "ზვეზდებიში" რამდენი ამერიკული დოლარია გაქნეული ჰაერზე ანუ რა გამოდის კატასტროფულად გაზრდილი ეს სატრანსფერო ფასები და ყელშია ამოსული ვიღაც ჰოლანდიელი ორ გოლს გაიტანს აიაქსში ან 20 წლის ბრაზილიელი ორ კაცს გასცდება და ვიღაც ხორვატი 200 კილომეტრს დაფარავს 90 წუთში და მანჩესტერის ჩელსის თუ პსჟ კრეტინი მენეჯერები მზად არიან ასეთი კალიბრის ნახევრად ვარსკვლავებში 100 და 150 მილიონი წყალში გადაყარონ მაგრამ მომდევნო სატრანსფერო ფიასკოს შემდეგ მაინც განაგრძონ ასტროლოგიური თანხების გაღება ტიპური საშუალო დონის იგროკებზე.
Charley
23:01 28-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული