"ვილიარეალმა" მამარდაშვილის "ვალენსიას" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-15 ტურში "ვალენსია" გასვლაზე "ვილიარეალთან" 1:2 დამარცხდა.

"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ურიგოდ არ გაისარჯვა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

დებიუტში მასპინძელთა თავდამსხმელმა ხერარდ მორენომ ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლენ, ჯერ მეკარე რეინამ ვეტერან კავანის არ გაატანინა, თუმცა შემდეგ ურუგვაელმა მაინც დააწინაურა თავისი გუნდი. აქედან მოყოლებული მასპინძლები იერიშებზე გადავიდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მამარდაშვილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველის მიერ ჩუკვუეზეს დარტყმული ბურთის მოგერიება. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ „ღამურების“ მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და გიორგისთან
პირისპირ გასულმა ჩუკვუეზემ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში „ყვითელმა სუბმარინამ“ შეტევები გააგრძელა, ხერარდ მორენოს დაბალ კუთხეში დარტყმული ბურთი ქართველმა მოიგერია, თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 89-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურისას ბურთზე გამოსვლისას მამარდაშვილს თანაგუნდელი დიახაბი შეეჯახა და ფოიტმა „ვალენსიას“ კარი დალაშქრა. ბოლოს სეტიენის შეგირდებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, როდესა გიორგიმ გადაარჩინა თავისი გუნდი, კაპუს დარტყმული ბურთი კი ხარიხას მოხვდა და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

„ვალენსია“ 19 ქულით მე-10 ადგილზეა და 7 იანვარს „კადისს“ უმასპინძლებს, ხოლო იქამდე, 3 იანვარს თასზე გასვლაზე „ლა ნუსიას“ დაუპირისპირდება.

ვილიარეალი. „სერამიკა“. 19 247 მაყურებელი
ვილიარეალი - ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 კავანი (21), 1:1 ჩუკვუეზე (45), 2:1 ფოიტი (89)

მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგარი თამაში იყო.. ასწორებს მამარდა რომ ასეთ გამოცდილებას იღებს.
ilar10N YouTube
01:55 01-01-2023
0
სიმაღლე ხელს უწყობს და გამოსვლებზე უნდა ფრინავდეს, მაგრამ საჯარიმოში, ისეთი ხელჩართული ომია და მსაჯებს, იმაზე რომ ჰკიდიათ, ესეც გასათვალისწინებელია და ალბათ ამიტომაც ევროპის თითქმის ყველა ძლიერი მეკარეები, სულ ხაზზე თამაშობენ.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
14:18 01-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული