
"კორიერე დელო სპორტი" "ინტერისა" და "ნაპოლის" მატჩის შესახებ წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ეუხეშებოდნენ და მსაჯმა "ნერაძურის" მცველებს ამის უფლება მისცა:
"მეტადრე ზღვარგადასული სიხისტით პირველივე წუთებიდან მილან შკრინიარი გამოირჩეოდა, რომელსაც არბიტრმა ყველაფრის უფლება მისცა, რაც დაუშვებელია, რამეთუ ასეთი ტალანტის წინააღმდეგ ასე თამაში არ შეიძლება".
გამოცემის ცნობით, ქართველმა დღეს აღდგენითი ვარჯიში გამოტოვა.