მამარდაშვილი შესანიშნავი იყო - "ვალენსია" "რეალთან" პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ვალენსია" "რეალთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

თამამად შეიძლება ითქვას, „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი საუცხოოდ გაისარჯა.

თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო. თავიდან უფრო აქტიური „რეალი“ იყო. მომენტები ბენზემამ და ვალვერდემ ვერ გამოიყენეს. შემდეგ „ვალენსიამ“ შეუტია, კავანის დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია, ლატო კი საჯარიმოში წაიქცა და პენალტის დანიშვნას ამაოდ ითხოვდა. 39-ე წუთზე ჯემერტმა საჯარიმოში ბენზემას ხელი ჰკრა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სისრულეში თავად „დაზარალებულმა“ მოიყვანა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ლატომ შორეულ ძელთან გადაცემა ლინოს გაუკეთა და
მან ანგარიში გაათანაბრა. საპასუხო იერიშისას ბენზემას მახვილი კუთხიდან გიორგიმ არ გაატანინა. აქედან მოყოლებული ტემპი დაეცა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიდიოდა. ბევრი იყო წვრილ-წვრილი უხეშობა და ორი შანსი „ბლანკოსს“ მიეცა: ვინისიუსი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და დუელში გამარჯვებული ქართველი გამოვიდა. ბოლოს გიორგი ვალვერდეს დარტყმულ ბურთს დაეუფლა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

ექსტრა-ტაიმში თამაში გამოცოცხლდა, მადრიდელები უფრო სახიფათონი იყვნენ. მამარდაშვილმა გატანა ამჯერად კროოსს არ დაანება. მომენტი "ვალენსიასაც" ჰქონდა - შეცვლაზე შესული პერესი კურტუასთნ ერთი-ერთზე გავიდა, ტიბომ მხრით მოიგერია ბურთი, 1:1, პენალტების სერიაში კი "რეალმა" იმარჯვა.

დღეს მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ბეტისი“ შეხვდებიან. ფინალი 15 იანვარს გაიმართება.

ერ-რიადი. „მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონი“. 50 492 მაყურებელი

რეალი - ვალენსია 1:1(პენ 4:3)
გოლები: 1:0 ბენზემა (39, პენ), 1:1 ლინო (46)

მკითხველის კომენტარები / 15 /
პენალტების სერიაში მეკარის დადანაშაულება არასდროს არ შეიძლება.პენალტის დამრტყმელს ყოველთვის უპირატესობა აქვს ფეხბურთში.
qomagi
13:06 12-01-2023
0
რომ ვუფიქრდები,თუ რატომ წერენ მავანნი ნეგატიურ კომენტარებს აშკარად დადებით მოვლენების შეფასებისას, ერთადერთ დასკვნამდე მივდივარ, რომ უბრალოდ უბედურები არიან ცხოვრებაში. ბედნიერი ადამიანი ცუდი კომენტარის დაწერას ვერ შეძლებს. ობიექტური კომენტარი, გულშემატკივრის და არა ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან, კი ბატონო.
ანუ, დასკვნა მარტივია: იყავით მეგობრებო ბედნიერები. მიიღეთ პოზიტივი ცხოვრებისგან და სხვასაც გაუზიარეთ.
მიშა
11:46 12-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული