მამარდაშვილი შესანიშნავი იყო - "ვალენსია" "რეალთან" პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ვალენსია" "რეალთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

თამამად შეიძლება ითქვას, „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი საუცხოოდ გაისარჯა.

თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო. თავიდან უფრო აქტიური „რეალი“ იყო. მომენტები ბენზემამ და ვალვერდემ ვერ გამოიყენეს. შემდეგ „ვალენსიამ“ შეუტია, კავანის დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია, ლატო კი საჯარიმოში წაიქცა და პენალტის დანიშვნას ამაოდ ითხოვდა. 39-ე წუთზე ჯემერტმა საჯარიმოში ბენზემას ხელი ჰკრა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სისრულეში თავად „დაზარალებულმა“ მოიყვანა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ლატომ შორეულ ძელთან გადაცემა ლინოს გაუკეთა და
მან ანგარიში გაათანაბრა. საპასუხო იერიშისას ბენზემას მახვილი კუთხიდან გიორგიმ არ გაატანინა. აქედან მოყოლებული ტემპი დაეცა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიდიოდა. ბევრი იყო წვრილ-წვრილი უხეშობა და ორი შანსი „ბლანკოსს“ მიეცა: ვინისიუსი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და დუელში გამარჯვებული ქართველი გამოვიდა. ბოლოს გიორგი ვალვერდეს დარტყმულ ბურთს დაეუფლა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

ექსტრა-ტაიმში თამაში გამოცოცხლდა, მადრიდელები უფრო სახიფათონი იყვნენ. მამარდაშვილმა გატანა ამჯერად კროოსს არ დაანება. მომენტი "ვალენსიასაც" ჰქონდა - შეცვლაზე შესული პერესი კურტუასთნ ერთი-ერთზე გავიდა, ტიბომ მხრით მოიგერია ბურთი, 1:1, პენალტების სერიაში კი "რეალმა" იმარჯვა.

დღეს მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ბეტისი“ შეხვდებიან. ფინალი 15 იანვარს გაიმართება.

ერ-რიადი. „მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონი“. 50 492 მაყურებელი

რეალი - ვალენსია 1:1(პენ 4:3)
გოლები: 1:0 ბენზემა (39, პენ), 1:1 ლინო (46)

მკითხველის კომენტარები / 15 /
პენალტების სერიაში მეკარის დადანაშაულება არასდროს არ შეიძლება.პენალტის დამრტყმელს ყოველთვის უპირატესობა აქვს ფეხბურთში.
qomagi
12 იანვარი 2023 13:06
0
რომ ვუფიქრდები,თუ რატომ წერენ მავანნი ნეგატიურ კომენტარებს აშკარად დადებით მოვლენების შეფასებისას, ერთადერთ დასკვნამდე მივდივარ, რომ უბრალოდ უბედურები არიან ცხოვრებაში. ბედნიერი ადამიანი ცუდი კომენტარის დაწერას ვერ შეძლებს. ობიექტური კომენტარი, გულშემატკივრის და არა ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან, კი ბატონო.
ანუ, დასკვნა მარტივია: იყავით მეგობრებო ბედნიერები. მიიღეთ პოზიტივი ცხოვრებისგან და სხვასაც გაუზიარეთ.
მიშა
12 იანვარი 2023 11:46
0
მეგრელი-ს

აბსოლუტურად გეთანხმებით.
რა უფლება გაქვთ, იყოთ ნიჭიერი და წარმატებული საქართველოში. :)
მიშა
12 იანვარი 2023 14:55
0
საქართველოში ყველაფერს გაპატიებენ წარმატების გარდა.
მეგრელი
12 იანვარი 2023 13:47
1
ყოჩაღ გიორგის, მართლაც საუცხოოდ გაისარჯა! პენალტები გასაგები და ცხადია რომ სისუსტეა, მაგრამ იმუშავებს და გამოსწორებადია, ახალგაზრდა კაცია. პ.ს. ბუფონიც არ ყოფილა პენალტების ოსტატი მაგრამ ვინმე აკნინებს?
ნერაძური
12 იანვარი 2023 11:03
0
კი პენალტებში უჭირს და მომატება უნდა აშკარად. სხვა მხრივ კარგი იყო ნამდვილად. ვალენსიას გაძლიერება ნამდვილად უნდა - ერთი სოლერი ყავდათ და ისიც პსჟ-ს სათადარიგო სკამს ხეხავს
Gogi
12 იანვარი 2023 09:37
0
მამარდაშვილი პენალტებში უსუსტესია, 20 პენალტამდე ექნებათ მაგისთვის დანარტყამი და ერთიც ვერ მოიგერია ვერასდროს
juve
12 იანვარი 2023 06:45
17
ვახოს მერცხალასავით რა დიდი და ლამაზი თვალები აქვს, თან რო დაახამხამებს უხდება კიდეც... კუდი აკლია და მერცხალასგან ვერ გაარცევ..
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
12 იანვარი 2023 04:37
24
არც ეხლა დამიჯერებთ?
ეს ბიჭი სამი თვის წინ ადგილიდან 14 მეტრზე ხტებიდა თან ცალ ფეხზე მდგარი და დღეს რა მოუვიდა ნეტა? მუხლის ტრამვა ხომ არა აქვს, ან ბრმანაწლავის შეტევა?

არადა რა მაგრად ისკუპა, მაგრამ სხვა მხარეს გადახყა ტოო, ბიჯო თუ ხტები ჯერ ბურთს შეხედე სსაით მიდის, რო დახუჭავ თვალებს და ხან კბილები ჩამოუღე საწყლებს, ხან ყბა ჩამოუგდე, ჯეერ შეხედე საით მიფრინავს ბურთი და იმისკენ გადახტი, ხალხი არ გეცოდება?მერე რა რომ მოწინააღმდეგეა, უნდა დახოცო?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
12 იანვარი 2023 04:27
42
მამარდიანი კარგი იყო დღეს?
Dadu
12 იანვარი 2023 02:50
50
სი ოლეეეე
mirosan
12 იანვარი 2023 06:39
2
ვიღაცა წერს აქ რომ გატუზო მოაშოროსო. ეგ კი არა კაი ფეხბურთელები ჭირდება ვალენსიას. გიორგის დონის 4 ან 5 ფეხბურთელი. ყოჩაღ გიო.
roma bejanidze
12 იანვარი 2023 02:39
5
გიომ ოთხი აუღებელი ბურთი აიღო და თავის გუნდში უდავოდ საუკეთესო იყო.
მსოფლიო დონის მეკარე გვყავს, ძმებო!
ILIA
12 იანვარი 2023 02:09
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული