ფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაო, კვარაცხელიას თამაშს ალღო აუღესო...

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა.

დიდებულ მატჩში „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დიდებულად გაისარჯა - სპალეტის გუნდმა „იუვეს“, რომელსაც ჩემპიონატზე ბოლო რვა მატჩი გოლგაუშვებლად ჰქონდა მოგებული, ხუთი გოლი გაუტანა.

მასპინძლები თვიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და ნეაპოლელები დააწინაურა. საპასუხო შეტევისას დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა. ტემპი მაღალი იყო, თამაში სასიამოვნო საყურებელი, დაძაბული და 39-ე წუთზე
ხვიჩამ ოსიმენის პასით შესნის კარი დალაშქრა და პირთამდე სავსე სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა. 42-ე წუთზე დი მარიამ მაინც შეამცირა ანგარიში და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შეხვედრა კიდევ უფრო თვალსასეირო გახდა, ხვიჩას ჩაწოდებული კუთხურის მერე რაჰმანიმ გაიტანა. 65-ე წუთზე ქართველმა ოსიმენს ფილიგრანული პასი გაუკეთა და მან დუბლი შეასრულა. სპალეტის შეგირდებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა არ შეაჩერეს და ელმასმა რიკოშეტით ანგარიში 5:1 გახადა. "კვარა" 88-ე წუთზე შეცვალეს, ტიფოზები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტები მიუძღვნეს, ხოლო სპალეტიმ წარმატებული მატჩი გულთბილად მიულოცა.

„ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია და „იუვე“ 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს „კრემონეზესთან“ ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი 5:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), დი მარია (42), 3:1 რაჰმანი (55), 4:1 ოსიმენი (65), 5:1 ელმასი (72)

altხვიჩას მეორე საგოლე პასი "იუვენტუსთან" [VIDEO]

 

alt"კვარამ" "იუვენტუსთან" საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

altხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

alt"კვარას" აკრობატული დარტყმა და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" იგებს [VIDEO]

alt"ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია" - ჯანფრანკო ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა

alt200 ქართველი ადამიანი ხვიჩას დღეს სტადიონიდან უქომაგებს - რა ხდება ნეაპოლში "იუვენტუსთან" მატჩამდე

altდიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?

მკითხველის კომენტარები / 62 /
ხვიჩამაც აიწყვიტა და ნაპოლიმაც! თუ სასწაული არ მოხდა სკუდენტოს ვერავინ უნდა შეეცილოს და ნაპოლის ეს შემადგენლობა ლეგენდარული გახდება.
gogi
14 იანვარი 2023 02:26
0
რა ვისიამოვნე ბიჭოო სიამოვნება ამას ქვია


პატკა
14 იანვარი 2023 02:25
0
უბრალოდ, დიდი მადლობა ხვიჩა დღევანდელი საღამოსთვის !!!
გიორგი
14 იანვარი 2023 02:24
0
რა ვისიამოვნე ბიჭოო
პატკა
14 იანვარი 2023 02:21
0
სიამოვნებისგან ჩავიჯ.ი
სტალინი
14 იანვარი 2023 02:19
13
მაშინ სახელი უნდა დაიწერო "გრეჩიხა" გია მაისურაძე და არა სტალინი
-
14 იანვარი 2023 03:26
12
სტალინისთვის მიუღებელი იყო ეიფორია, ნებისმიერი გამარჯვების შემთხვევაში
-
14 იანვარი 2023 03:25
5
ძველით ახალი წელი ისე მოგვილოცა, როგორც მას შეეეფერება! :) ყველას გილოცავთ, ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ. და კიდევ, ხვიჩას ხელმოცარულო მლანძღველებო, სოროებში წარმატებულ შემალვას და აქოთებას გისურვებთ. ;)
რატი
14 იანვარი 2023 02:08
1
ხვიჩა მთავარ როლაში ფილმში მოზარდებისთვის!!!
ბრავო ხვიჩააააა
ჯონი
14 იანვარი 2023 02:03
3
ასე დიდებულად მოგვილოცა ხვიჩუკამ ძველით ახალი წელი!
მეც გილოცავთ, ქართველებო!
აუ, რას არ გავიღებდი, დღეს რომ იქ, სტადიონზე ვყოფილიყავი... )
ILIA
14 იანვარი 2023 02:03
0
აჰააააააააააა
ვინა ხართ, სადა ხართ, რამდენნი ხართ, გამოდიით. რა პელე შექმენით ერთი-ორი გამოუვიდაო არაა?
კაშკაშებს, კაშკაშებს ჩვენი ვარსკვლავი!
მადლობა შვილო, დიდი მადლობაა!
ლევანი
14 იანვარი 2023 02:01
0
თქვენს კომენტარებსაც ველოდები:)))
Skeleton- ს და !!-ს გულშემატკივარი
14 იანვარი 2023 01:59
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული