ფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაო, კვარაცხელიას თამაშს ალღო აუღესო...

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა.

დიდებულ მატჩში „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დიდებულად გაისარჯა - სპალეტის გუნდმა „იუვეს“, რომელსაც ჩემპიონატზე ბოლო რვა მატჩი გოლგაუშვებლად ჰქონდა მოგებული, ხუთი გოლი გაუტანა.

მასპინძლები თვიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და ნეაპოლელები დააწინაურა. საპასუხო შეტევისას დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა. ტემპი მაღალი იყო, თამაში სასიამოვნო საყურებელი, დაძაბული და 39-ე წუთზე
ხვიჩამ ოსიმენის პასით შესნის კარი დალაშქრა და პირთამდე სავსე სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა. 42-ე წუთზე დი მარიამ მაინც შეამცირა ანგარიში და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შეხვედრა კიდევ უფრო თვალსასეირო გახდა, ხვიჩას ჩაწოდებული კუთხურის მერე რაჰმანიმ გაიტანა. 65-ე წუთზე ქართველმა ოსიმენს ფილიგრანული პასი გაუკეთა და მან დუბლი შეასრულა. სპალეტის შეგირდებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა არ შეაჩერეს და ელმასმა რიკოშეტით ანგარიში 5:1 გახადა. "კვარა" 88-ე წუთზე შეცვალეს, ტიფოზები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტები მიუძღვნეს, ხოლო სპალეტიმ წარმატებული მატჩი გულთბილად მიულოცა.

„ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია და „იუვე“ 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს „კრემონეზესთან“ ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი 5:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), დი მარია (42), 3:1 რაჰმანი (55), 4:1 ოსიმენი (65), 5:1 ელმასი (72)

altხვიჩას მეორე საგოლე პასი "იუვენტუსთან" [VIDEO]

 

alt"კვარამ" "იუვენტუსთან" საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

altხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

alt"კვარას" აკრობატული დარტყმა და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" იგებს [VIDEO]

alt"ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია" - ჯანფრანკო ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა

alt200 ქართველი ადამიანი ხვიჩას დღეს სტადიონიდან უქომაგებს - რა ხდება ნეაპოლში "იუვენტუსთან" მატჩამდე

altდიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?

მკითხველის კომენტარები / 62 /
გენაცვალე ხვიჩა როგორ გაგვახარეეეეე......ბრავო.
G.LA
14 იანვარი 2023 01:57
0
კვარაა!!! ყველა ჩასაფრებულმა ჩაიკმინდეთ ენა! ყველა სულსწრაფმა მოთმინება გამოიჩინეთ! ჩვენი მხეცი ბიჭი, ზუსტად ძველით ახალ წელს, 00:00-ზე გაიტანა ოსიმენმა კვარას მოგიერბულზე დამატების მერე. გილოცავთ ყველას ძველით ახალ წელს!!!
ivan
14 იანვარი 2023 01:57
0
შემდეგ თამაშებში ნახავთ კიდევ უფრო მაგარ ჯადოქრობებს,ამ ბრწყინვალე თამაშით ფსიქოლოგიური სტრესიც მოეხსნა,აქამდე რაც ქონდა ტრამვის შემდეგ..ხვიჩა ნეაპოლში მარადონას მემკვიდრედ იქცევა!!!
კრისტიანო
14 იანვარი 2023 01:56
1
აიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიტ!!!

მადლობა ხვიჩააა, ჰაჰაჰა ეს რა იყოოო
კაპიტან გარდენბურგი
14 იანვარი 2023 01:54
0
Gaapartaxa xvicha da osimenma iuve.kimic magari iyo.xvicha shed is formashi da es tamashi sauketeso iyo statistikurad rac napolishia. Ulocav xvichas da male dubli mogvelocos.
Gia
14 იანვარი 2023 01:50
0
რაო, რაო?! ხვიჩას დაუმუღამეს მცველებმაო?! მე მგონი პირიქითააა!!!
სასწაული თამაში, სასწაული დაბრუნება მარადონაზე, ვერავის ვერ გიტანთ ვინც დღეს სტადიონზე იყავით:)))
ზურა
14 იანვარი 2023 01:50
1
)))
100%
14 იანვარი 2023 03:54
0
გ ი ლ ო ც ა ვ თ :)))
ხვიჩა სპალეტის: ხუთივე გოლში მივიღე მონაწილეობა!!! ერთი თავადვე შევაგდე!!! ორი ასისტი გავაკეთე!!!
სპალეტი: გაგიჭირდებოდა!!!:))))
დიდება უფალს!!! ისევ კაშკაშებს საქართველოს ვარსკვლავი!!!
გულშემატკივარი
14 იანვარი 2023 01:49
3
Sofascore-ზე კვარას შეფასებე ყველაზე მეტია ორივე გუნდიდან: 9.0 !!!
თემური
14 იანვარი 2023 01:48
0
კვარა, კვარა, კ ვ ა რ ა ა ა ა ა ა ა !
ქობულეთიდან
14 იანვარი 2023 01:48
0
ბრწყინავს ბრილიანტი!!!
100%
14 იანვარი 2023 01:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული