"არსენალი" კვარაცხელიათი დაინტერესდა - "ნაპოლი" 113 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა

AutoSharing Option
Tuttomercatoweb-ი 90min-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "არსენალი" "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდება.

მას შემდეგ, რაც მიხაილ მუდრიკი "ჩელსიმ" აწაპნა, "არსენალი" გუნდის სხვა შემტევით გაძლიერებას გეგმავს. კვარაცხელიას გარდა, კანდიდატებს შორის ფერან ტორესი და რაფინია (ორივე "ბარსელონა"), ლეანდრო ტროსარდი და კაორუ მიტომა (ორივე "ბრაიტონი") არიან.

აღნიშნულია, რომ "ნაპოლი" ქართველს არ დათმობს, მაგრამ თუ მაინც დათანხმდება, 100 მილიონ ფუნტზე (113 მილიონი ევრო) ნაკლებად ვერ შეელევა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
არა მგონია ხვიჩა გაყიდოს ნაპოლიმ. არც ზაფხულში და მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს არ დათმობს ნაპოლი. ალბათ ოსიმენს გაყიდიან. ასე ყველა რომ გაყიდოს ფანები გადაგავენ ნაპოლის ოფისს თავისი ლაუტაროთი, ეს დინამო და ფიფია არ გეგონოთ მთელი გუნდი გააყიდინონ. მითუმეტეს თუ ჩემპიონები გახდნენ.
G.LA
03:18 18-01-2023
0
არსად არ წავა 2025 წლამდე !!
beqa
00:14 18-01-2023
3

სიახლეები პოპულარული