ქვილითაიამ დუბლი შეასრულა და მეორე გოლი მესის სტილში აღნიშნა

AutoSharing Option
კვიპროსის თასის მერვედფინალში „აპოელმა“ სახლში 4:2 სძლია „არისს“ და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა - დუბლი გიორგი ქვილითაიამ შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ქვილითაიამ ორი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა და 67-ე წუთზე შეცვალეს. Kerkida აღნიშნავს, რომ გიორგიმ მეორე გოლი მესის სტილში იზეიმა და ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ამ სეზონში მისი მესამე გოლია (ერთი ჩემპიონატზე გაიტანა).

გამარჯვებულ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს ლაშა დვალმა (ყვითელი ბარათი მიიღო) და ბუბა დაუშვილმა.

„აპოელი“ 19 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 43 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ აეკ-ს 1 ქულით ჩამორჩება
და 22 იანვარს „აკრიტასს“ უმასპინძლებს.

ნიქოზია. „Neo GSP“
აპოელი - არისი 4:2
გოლები: 0:1 სტეპინსკი (18), 1:1 ქვილითაია (27), 2:1 ქვილითაია (37), 3:1 დალცი (39), 4:1 ეფრემი (82), 4:2 ბოაკე (90+1)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი გიო. შენ ქართველი ჟირუ უნდა იყო!
ლაშა
23:23 18-01-2023
9
ძალიან მიხარია,რომ გიორგი ფორმაში დგება!ოღონდ გოლები გაიტანოს მესივით და თუნდაც საერთოდ ნუ აღნიშნავს,მათ გატანას.ადრინდელ ფეხბურთში,გოლის ავტორს ხელს ჩამოართმევდნენ,თანაგუნდელები,ზურგზე ხელს მოუტყაპუნებდნენ და თამაშიც განახლდებოდა.ეს გოლის აღნიშვნის სპექტაკლები,ამ ბოლო ხანებში დამკვიდრდა.
სოსო
13:24 19-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული