ქვილითაიამ ისევ გაიტანა - "აპოელმა" ისევ მოიგო

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში "აპოელმა" სახლში 2:0 სძლია "აკრიტასს" და კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი ქვილითაიამ.

გიორგიმ 18 იანვარს თასზე "არისთან" მოგებულ მატჩში (4:2) დუბლი შეასრულა, დღეს კი მე-60 წუთზე თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში გახსნა და 85-ე წუთზე შეცვალეს.

შეუცვლელად ითამაშეს ლაშა დვალმა და ბუბა დაუშვილმა. 64-ე წუთზე მეორე გოლი ანასტასიოს დონისმა დაუშვილის პასით გაიტანა.

"აპოელი" 46 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ აეკ-ს 1 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 28 იანვარს სტუმრად დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მომავალი "ჟირუს" მსგავსი ფეხბურთელი!
ღმერთმა ხელი მოგიმართოს გიორგი, წარმატებები. ასე გააგრძელე მინიმუმ 10 წელი, რადგან ფეხბურთელების ასაკმა ხანგრძლივობის თამასა ასწია...
ლაშა
22:43 22-01-2023
2
გიორგის, როგორც ყველა ქართველ სპორტსმენს, უფრო მეტი რწმენა სჭირდებათ თავის თავის, თვითდაჯერებულობა და,-
ნიჭი კი მომეტებული აქვთ, ღვთის მადლით
ერთი აწყვეტა ჭირდებათ და გადაუვლიან ნებისმიერ სირთულის მოწინააღმდეგეს
თენგო
10:25 23-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული