"რა შემთხვევაში გახდება ხვიჩა უკეთესი?" - "ნაპოლის" ლეგენდამ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლეგენდამ, ანტონიო დე ოლივეირა ფილიომ, იგივე კარეკამ, "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა და სპალეტის გუნდიდან 2 ფეხბურთელი გამოარჩია.

კარეკას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები უფრო მრავალმხრივად ითამაშებენ, ასეთ შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელია კიდევ უფრო მოუმატებს.

"ქართველი დიდებული ტალანტია, თუმცა "ნაპოლის" შეტევების უმეტესობა მხოლოდ მისი ფლანგიდან არ უნდა განხორციელდეს. ჩვენ ბალანსი გვჭირდება, მარჯვენა ფლანგი მეტად უნდა დაიტვირთოს, რაც ხვიჩას თავისუფლებას მისცემს. "ინტერთან" მატჩში "კვარამ" თავისი დიდებული თვისებები სწორედ ამიტომ ვერ გამოავლინა.

მგავს თუ არა ოსიმენი? ასე არ ვფიქრობ, ოსიმენი ფიზიკურად მაღალი და ძლიერია,
ასევე, შეტევაში მრავალმხრივია და თამაში სიღრმიდანაც შეუძლია. მას მუდამ გატანა სურს და ნიგერიელი საგოლე მომენტებით თანაგუნდელებსაც ამარაგებს", - განაცხადა კარეკამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს "რომას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altOsi & Kvara - ბეტმენის და რობინის ოქროს ტანდემი ისტორიულ მიღწევას უმიზნებს

მკითხველის კომენტარები / 9 /
მე კი პირიქით ვფიქრობ. ნაპოლის შეტევების 60-70% სწორედ მატჯვენა ფლანგიდან ხორციელდება. თუ არ გჯერათ ცაურთეთ სეკუნდამერირ
ჟორა გაბრიჭიძე
24 იანვარი 2023 21:08
2
ისე მაგარ მაფიოზურ ქვეყანასი კი მოხვდა ხვიჩა ნეტავ მოასწროს სკუდეტო და მერე დაგაზოს მაქედან .
sosia
24 იანვარი 2023 19:05
1
ინტერთან ფლანგზე მიჯაჭვულივით იყო და ბევრჯერ პასს უგვიანებდნენ. ასევე როგორც კი ბურთს იღებდა იმ წამსვე ფეხებში ხვდებოდა. ადრეც დავწერე და კიდევ ვიტყვი. წინა ხაზზე როგორც ის და ოსიმენი ურთიერთ გადაადგილდებიან ერთხელ მაინც, იმ წამსვე დაცვა იშლება, სივრცეები იხსნება და ორივეს უფრო ლაღად შეუძლია შეუტიოს კარს, რაც პოლიტანოს ან მის შემცვლელსაც უხსნის ხელფეხს, ამიტომ წინა სამი სულ უნდა იცვლიდეს პოზიციას და ფლანგზე ბურთს არ უნდა ელოდებოდნენ როგორც მგზავრები ტროლეიბუსს გაჩერებაზე
simartle
24 იანვარი 2023 18:46
0
ხვიჩა მაღალ ბურთებზე ბრძოლაში ძალიან პასიურია,არადა მისი სიმაღლის პატრონი,საკმაოდ ხშირად უნდა იტანდეს თავურით.ეს მისი დიდი რეზერვია.თავითაც გაუტანია,მაგრამ თვითონ არ ეძებს მაღალ ბურთს,არადა შესანიშნავად შეუძლია!
სოსო
24 იანვარი 2023 15:30
2
გუშინ ემპოლისთან რომ იმსაჯა, ე, იმისთანა მსაჯს ემსაჯა ნაპოლისთან, და ვნახავდით შენთან ერთად, თუ რა თვისებებს გამოავლენდა ჩვენი ხვიჩა, მაგალითად.
მალხაზ ჯობავა
24 იანვარი 2023 14:51
1
ჯობე, თუ მაგალითში?
კოჭიე.
25 იანვარი 2023 05:12
0
ხვიჩა ყველა შემთხვევაში უკეთესი გახდება, მას დრო და მაღალ დონეზე თამაში სჭირდება. სერია A იქნება თუ ლიგა ხვიჩა წარმოაჩენს თავის თავს და ასევე რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრები. უკვე ევროპას ხელისგულზე ყავს და ყველანი ხედავენ. ესეც დიდი მოტივაციაა ხვიჩასთვის. მისი შრომსმოყვარეობა კიდევ უფრო უკეთეს გახდის, ვიტყოდი ის უკვე ხდება უკეთესი და ბევრი ამას მკვეთრად ვამჩნევთ. წარმატება ხვიჩას.
G.LA
24 იანვარი 2023 13:40
0
მოკლედ ამ პოსტ ტივის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ხვიჩა კვარაცხელიას ბებიის გარდაცვალება რომ გვამცნო და ტყუილი აღმოჩნდა, ახლა ლევან ბერძენიშვილს რომ აგინა და ამით გამოისყიდა თუ როგორ?
კვარაცხელიას მშობლებს ზუსტად მისი პოსტის საფუძველზე დაურეკეს და სამძიმარი უთხრეს, ხალხი გააგიჟეს და სიხარული ჩააშხამეს. ვითომ არაფერი, რადგან ქოცების ჟურნალისტია შერჩა ხახვივით. გადაურჩა თრევას საჯაროდ.
როგორი სამარცხვინოა ეს ყველაფერი. პოპუალრობის გულისთვის რას არ გააკეთებს. პირადად მე კვარაცხელიას ბებიაზე რომ დაწერა იქედან გავიგე მისი არსებობა. ამისთვის მოიგონა ეგ ჭორი და ამისთვის დახვდა ბერძენიშვილსაც, რომ ხალხმა მასზე რაღაც მაინც ილაპარაკოს, პოპულარული გახდეს და მის ცხოვრებასაც ეშველოს.
ხალხი რომ ამდენს ვერ ხვდება და ვიღაცეების დასაცავ მხარეს იჭერს, ჩვეულებრივი საცოდაობაა
!!
24 იანვარი 2023 12:07
6
კაცი ხარ თუ სასვენი ნიშანი შე საცოდავო?!
mamuka
24 იანვარი 2023 17:40
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული