"რა შემთხვევაში გახდება ხვიჩა უკეთესი?" - "ნაპოლის" ლეგენდამ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლეგენდამ, ანტონიო დე ოლივეირა ფილიომ, იგივე კარეკამ, "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა და სპალეტის გუნდიდან 2 ფეხბურთელი გამოარჩია.

კარეკას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები უფრო მრავალმხრივად ითამაშებენ, ასეთ შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელია კიდევ უფრო მოუმატებს.

"ქართველი დიდებული ტალანტია, თუმცა "ნაპოლის" შეტევების უმეტესობა მხოლოდ მისი ფლანგიდან არ უნდა განხორციელდეს. ჩვენ ბალანსი გვჭირდება, მარჯვენა ფლანგი მეტად უნდა დაიტვირთოს, რაც ხვიჩას თავისუფლებას მისცემს. "ინტერთან" მატჩში "კვარამ" თავისი დიდებული თვისებები სწორედ ამიტომ ვერ გამოავლინა.

მგავს თუ არა ოსიმენი? ასე არ ვფიქრობ, ოსიმენი ფიზიკურად მაღალი და ძლიერია,
ასევე, შეტევაში მრავალმხრივია და თამაში სიღრმიდანაც შეუძლია. მას მუდამ გატანა სურს და ნიგერიელი საგოლე მომენტებით თანაგუნდელებსაც ამარაგებს", - განაცხადა კარეკამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს "რომას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altOsi & Kvara - ბეტმენის და რობინის ოქროს ტანდემი ისტორიულ მიღწევას უმიზნებს

მკითხველის კომენტარები / 9 /
მოკლედ ამ პოსტ ტივის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ხვიჩა კვარაცხელიას ბებიის გარდაცვალება რომ გვამცნო და ტყუილი აღმოჩნდა, ახლა ლევან ბერძენიშვილს რომ აგინა და ამით გამოისყიდა თუ როგორ?
კვარაცხელიას მშობლებს ზუსტად მისი პოსტის საფუძველზე დაურეკეს და სამძიმარი უთხრეს, ხალხი გააგიჟეს და სიხარული ჩააშხამეს. ვითომ არაფერი, რადგან ქოცების ჟურნალისტია შერჩა ხახვივით. გადაურჩა თრევას საჯაროდ.
როგორი სამარცხვინოა ეს ყველაფერი. პოპუალრობის გულისთვის რას არ გააკეთებს. პირადად მე კვარაცხელიას ბებიაზე რომ დაწერა იქედან გავიგე მისი არსებობა. ამისთვის მოიგონა ეგ ჭორი და ამისთვის დახვდა ბერძენიშვილსაც, რომ ხალხმა მასზე რაღაც მაინც ილაპარაკოს, პოპულარული გახდეს და მის ცხოვრებასაც ეშველოს.
ხალხი რომ ამდენს ვერ ხვდება და ვიღაცეების დასაცავ მხარეს იჭერს, ჩვეულებრივი საცოდაობაა
6
ხვიჩა მაღალ ბურთებზე ბრძოლაში ძალიან პასიურია,არადა მისი სიმაღლის პატრონი,საკმაოდ ხშირად უნდა იტანდეს თავურით.ეს მისი დიდი რეზერვია.თავითაც გაუტანია,მაგრამ თვითონ არ ეძებს მაღალ ბურთს,არადა შესანიშნავად შეუძლია!
სოსო
15:30 24-01-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული