"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" ჯანო ანანიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც გუშინ ვწერდით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დუბაიში იმყოფებოდა, სადაც შეკრებაზე მყოფ თავის ყოფილ გუნდ მოსკოვის "სპარტაკს" ეწვია. 

- ხვიჩა სერია A-ს არღვევს... ელოდით, რომ იტალიაში ასე გაიხსნებოდა?

- ბათუმის "დინამოში" მასთან ერთად ვიყავი და მივხვდი, რომ ხვიჩა სულ სხვა დონეა. მისი მიზანია - უბრალოდ, სულ ზევით და ზევით, ტოპ-დონისკენ!

კვარაცხელია ფეხბურთით ცხოვრობს და საათნახევრიანი ვარჯიშითაც კი არ შემოიფარგლება. მთელ თავისუფალ დროს ხვიჩა ფიქრობს, როგორ გააუმჯობ
ესოს თავისი თამაში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ის უკვე ძალიან ძლიერ კლუბშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე მსოფლიო გრანდში ვიხილავთ!

- ინგლისის პრემიერლიგაზე ჭორები დადის... რას იტყოდით ამ ამბავზე?

- ვიცი, რა ვარიანტები აქვს მას. დიახ, ეს ინგლისური ტოპ-კლუბებია! მაგრამ ვფიქრობ, რომ "კვარას" კიდევ ერთი წელი მაინც სჭირდება "ნაპოლიში" დარჩენა.

მან უნდა მოიგოს იტალიის ჩემპიონატი, დაუმტკიცოს ყველას თავისი შესაძლებლობები და შემდეგ წავიდეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში.

- შეიძლება ხვიჩა ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს?

- ვფიქრობ, კი. მას ამისთვის ყველაფერი აქვს. ამ ტიტულს ჯერჯერობით კახა კალაძე ატარებს, მაგრამ ხვიჩას შეუძლია მას გადაასწროს.

altჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 39 /
ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელები იყვნენ, თუ მარტო ტიტულს ავიღებთ საზომად, ევროპის ჩემპიონები - მესხი (გადმწყვეტი საგოლე პასი ფინალში), მეტრეველი (გოლი ფინალში), ჩოხელი. ევროპის ვიცე ჩემპიონები იყვნენ - მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, სულაქველიძე, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი - გელა კეტაშვილი. ვეროპის თასის გამარჯვებული კი 1981 წლის თბილისის დინამოს მთელი შემადგფენლობა
ზურა
15:16 24-01-2023
2
კალაძე არ არის ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. მაგრამ ის უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა და საკლუბო დონეზე ყველაზე ტიტულოვანიცაა. ვინც ასე არ ფიქრობთ - ფიქრის უნარი საერთოდ არ გაქვთ.
ქომაგი
19:25 24-01-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული