"პრეზიდენტი ნაძირალაა, გატუზო კნუტი" - "ვალენსიას" ფანები აღშფოთებულები არიან

AutoSharing Option
წარუმატებლად ასპარეზობს გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" - თასიდან გამოვარდა, ლა ლიგაზე გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს და გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან.

გუშინ "ბილბაოსთან" სახლში თასზე წაგებული მატჩის (1:3) ბოლოს ფანები სკანდირებდნენ: "პიტერ (კლუბის პრეზიდენტი ლიმი), ახლავე წადი".

თამაშის შემდეგ ასეულობით ქომაგი სკანდირებდა: "პიტერ, შენ ნაძირალა ხარ, წაეთრიე "მესტალიადან", "გატუზო კნუტია", "ჩვენ ისედაც საკმაოდ განვიცადეთ".

სავარაუდოდ გატუზოს კნუტი იმიტომ უწოდეს, რომ "ვალენსიაში" პრეზენტაციისას ჟურნალისტმა ჰკითხა - ლომია თუ კნუტი. მაშინ იტალიელმა სპეციალისტმა უპასუხა: "თქვენ როგორ ფიქრობთ? ამაზე ორიოდ თვის შემდეგ ვილაპარაკოთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
რაც გუნდია შესაბამისად იმ ადგილზეც იმყოფება, ყველა რგოლი სუსტი აქვს და რანირად უნდა მოიგოს თამაშები არ მესმის
მამუკა
17:32 28-01-2023
0
გატუზო არ არის ცუდი მწვრთნელი პრობლემა არის რომ საშინელი გუნდია და დაცვა კიდე უფრო ვარესი. ეგ მფლობელები უნდა წავიდნენ რა უქნეს ასეთ ისტორიულ გუნდს.
ლომი
16:21 28-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული