"პრეზიდენტი ნაძირალაა, გატუზო კნუტი" - "ვალენსიას" ფანები აღშფოთებულები არიან

AutoSharing Option
წარუმატებლად ასპარეზობს გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" - თასიდან გამოვარდა, ლა ლიგაზე გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს და გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან.

გუშინ "ბილბაოსთან" სახლში თასზე წაგებული მატჩის (1:3) ბოლოს ფანები სკანდირებდნენ: "პიტერ (კლუბის პრეზიდენტი ლიმი), ახლავე წადი".

თამაშის შემდეგ ასეულობით ქომაგი სკანდირებდა: "პიტერ, შენ ნაძირალა ხარ, წაეთრიე "მესტალიადან", "გატუზო კნუტია", "ჩვენ ისედაც საკმაოდ განვიცადეთ".

სავარაუდოდ გატუზოს კნუტი იმიტომ უწოდეს, რომ "ვალენსიაში" პრეზენტაციისას ჟურნალისტმა ჰკითხა - ლომია თუ კნუტი. მაშინ იტალიელმა სპეციალისტმა უპასუხა: "თქვენ როგორ ფიქრობთ? ამაზე ორიოდ თვის შემდეგ ვილაპარაკოთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნუ, მწვრთნელად როდესაც გატუზო მოგყავს ამაზე მეტის იმედი არც უნდა გქონდეს წესით
დინამოელი
08:25 28-01-2023
0
Ისე ძალიან საინტერესოა, კაცი რომელიც არც დამწყებია და არც შედეგი ჰქონია ოდესმე შენ რის იმედად მოგყავს მწვრთნელად.
Irakli
12:50 28-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული