დავითაშვილის საგოლე გადაცემა - "ბორდომ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-20 ტურში საგოლე გადაცემით თავი „ბორდოს“ ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გამოიჩინა.

ჟირონდულმა გუნდმა გასვლაზე 3:0 დაამარცხა „დიჟონი“, მეორე გოლი იოან ბარბეტმა 56-ე წუთზე დავითაშვილის მოპოვებული საჯარიმოს შედეგად გაიტანა, ხოლო მე-60 წუთზე ზურიკოს პასით საბოლოო ანგარიში დიანე ბაკვამ დააფიქსირა. თუმცა, მას საგოლე გადაცემა სტატისტიკურ მონაცემებში არ ჩაუთვალეს. ქართველი 72-ე წუთზე შეცვალეს.

„ბორდო“ 36 ქულით მეორე ადგილზეა და 31 ინვარს „ჰავრს“ დაუხვდება.

„მეცის“ ძირითად შემადგენლობაში დააბრუნეს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი 92-ე წუთზე ლენი ჯოზეფის გატანილი გოლით
სტუმრად ფრეს მიაღწია „ვალანსიენთან“ – 1:1.

„მეცი“ 32 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და 31 იანვარს „როდეზს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ !!
კარგი ძალაა ჩვენი ნაკრებისტვის
0
და პასი რატო არ ჩათვალეს?
Tengo
14:13 29-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული