"ეს შეუძლებელია" - ხვიჩამ სპალეტი გააბრაზა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-20 ტურში "რომა" "ნაპოლის" სტუმრობს.

რამდენიმე წუთის წინ მასპინძლებს წინ გასვლის შანსი ჰქონდათ, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ ირვინ ლოსანოს გადაცემა გოლად ვერ აქცია, რამაც "პარტენოპეის" თავკაცი ლუჩანო სპალეტი გააბრაზა. კამერებს მისი რეაქცია არ გამორჩენიათ, 63 წლის სპეციალისტმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ეს შეუძლებელია".

შეგახსენებთ, ხვიჩამ შეხვედრის მე-17 წუთზე საგოლე პასი მიითვალა, "კვარამ" ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.

alt"დღეს უნდა გავიმარჯვოთ" - "ნაპოლის" ქომაგები დე ლაურენტისს "მარადონაზე" ოვაციებით დახვდნენ [VIDEO]

alt"გეტყვით, როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას" - რა იდეა ჰქონდა მანჩინის?

მკითხველის კომენტარები / 38 /
გააბრაზა არა ტოლმა, ხან წაგივა თამაში ხან არა, ეს არი იყო ხვიჩას საუკეთესო თამაში, ისევე როგორც ოსიმენისაც სხვათაშორის, მიუხედავად მაგარი გოლისა, ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია, მუდმივ ტონუსში უნდა იყო, რაც ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემების გამო კვარას აკლია, ესაა და ეს.
goga
30 იანვარი 2023 03:09
0
თუ დააკვირდებით, თამაშის გამოტოვების შემდეგ ეგრევე ფორმაში შესვლა არ ხდება , რაც ბუნებრივია. ვისაც სპორტი ესმის მიხვდება რას ვამბობ! და ანალოგიური იყო კვარას შემთხვევაშიც , ივენტუსთან მაგრად, რომ ითამაშა მაგ კონდიციამდე მისასვლელად, რამდენიმე თამაში დასჭირდა. ახლაც პირდაპირ რომასთან მოუწია თამაში გამოტოვებული თამაშის მერე და მაინც საგოლე გადაცემა გააკეთა. რომც არ გაეკეთებინა არ გამიკვირდებოდა, რადგან ბუნებრივია საუკეთესო ფორმაში არ იყო.
ვინც აკრიტიკებთ განა კვარას დონეს მიაღწიეთ თქვენს საქმეში? ვინც მიაღწია იმან მეეჭვება ასე აკრიტიკოს ეს ოქროს ბიჭი.

ზოგადად ვისწავლოთ მოთმენა, ცოტა გავიზარდოთ და უაზრო კრიტიკას თავი დავანებოთ, გავამხნევოთ ყველა ქართველი სპორცმენი, რომ არ მოდუნდნენ და შრომა განაგრძონ.

ნიჭი არ გვაკლია, მაგრამ შრომის გარეშე გამორიცხეთ წარმატების მიღწევა ასეა ეს სამყარო მოწყობილი გავითავისოთ. ნებისმიერ სფეროში!!!
სპალეტი
30 იანვარი 2023 14:59
0
გულზე ხელი დავიდოთ და რომ არა საგოლე პასი ალბათ ყველაზე დაბალი შეფასება კვარას ეკუთვნოდა. ბევრი დაკარგვა ქონდა, რამდენჯერმე უბრალოდ ბურთი ვერ დაიმორჩილა,უმარტივესად ართმევდნენ ბურთს,თამაში ვერცერთხელ ვერ გაამწვავა,პრესინგი სუსტი და არაეფექტური, დაბნეული ჩანდა რატომღაც და ის მომენტიც გამოსაყენებელი იყო.. ძალიან ცუდად მოქმედებს მასზე ერთი თამაშის გამოტოვებაც კი, მარტივად ვარდება ტონუსიდან. დარწმუნებული ვარ უკვე შემდეგ თამაშში გაიბრწყინებს ჩვეულად.
ალექს
30 იანვარი 2023 01:57
13
თვითონ უკეთ იცის სად რა შეეშალა და რისი გამოსწორებაა საჭირო.ეს ჩასაფრებული ხალხი არ შემიძლიხართ რა.
იმის მაგივრად მოგება და შედეგიანობა მოულოცოთ, ისვრით აქ რეპლიკებს.
ეტყვის მწვრთნელი თუ რაიმე არ მოეწონებათ, დამშვიდდით.
!!
30 იანვარი 2023 02:30
5
1 ფეხბურთელი ან გუნდი მითხარით რომელსაც ყველა თამაში მაღალ დონეზე გამოსდის, დღეს არ ჰქონდა საუკეთესო თამაში,მერე რა მოხდა არაუშავს. 38 თამაშიანი პროცესია + ლიგა + სანაკრებო + თასი. ზოგჯერ წაუვა გუნდს და ფეხბურთელს თამაში,ზოგჯერ ტრავმას მიიღებს,ზოგჯერ გოლს გაიტანს,ზოგჯერ ბურთს დაკარგავს,მაგრამ ბოლოს ყველაზე ძლიერი იმარჯვებს და ვისაც გაინტერესებთ ვინაა ყველაზე ძლიერი ცხრილს ჩახედეთ.მიდი ხვიჩა სოციალურს ქსელებს ერიდე(ეშმაკის მოგონილია ეგ :-)) და კიდევ ბევრჯერ გაახარე შენი გულშემატკივარი
საქართველო
30 იანვარი 2023 03:23
3
ყველა გამოხმაურება
რუიზე და პასების არ მიცემაზე საუბრები მაგარი არასერიოზულია - სამი კაცი რომ გიდგას წინ იმ მომენტში არ მოგცემს არავინ პასს, აზრი არ აქვს.
რაც შეეხება სპაკეტის მაგარია ამ სეზონში და იცის რასაც აკეთებს, მაგრა შეკრა გუნდი და როცა საჭირია შენიშვნასაც მისცემს და დაუყვირებს.
პ.ს. ისე რუიმ არ გაუჭრა ხაზი პირველ ბურთზე ჩაწოდებისას? ნუ ვიქნებით არა ობიექტურები რაც არ უნდა ჩვენიანი იყოს ხვიჩა
Gogi
30 იანვარი 2023 11:22
3
ძალიან ხშირას იყო გახსნილი და “რივოკებს” აკეთებდა აი სწორედ მაშინ ვერ იმჩნებდა რუი ერთხელ შეამჩნია და რითიც დამთავრდა იცით ამიტომ არ იყო ასე რომ სულ სამი კაცი ეჯდა ფეხზე
გიორგი
31 იანვარი 2023 11:11
0
რა იცით, რო ხვიჩაზე გაბრაზდა და არა, უბრალოდ უიღბლობამ გააბრაზა?
ტტტ
30 იანვარი 2023 01:54
6
შეცვლა არ არის პრობლემა, მთელი წინა ხაზი შეიცვალა მასე და არა პირველად.. მთავარია აქ ხვიჩას არადამაჯერებლობა, ბევრი ტექნიკური წუნი ქონდა, თავით თამაშიც უნდა ისწავლოს, პირველი ტაიმის ბოლოს ოსიმენის ჩაწოდებულზე თავით უნდა წასულიყო.. მეორე ტაიმში ლოზანოს ჩაწოდებული ხისტად მიიღო, ჯობდა პირდაპირ დაერტყა.. მოკლედ წინ ბევრი სამუშაო აქვს ამ ნიჭიერ ბიჭს, მთავარია სტაბილურობა და დამაჯერებლობა, წარმატებები კვარას
papai
30 იანვარი 2023 14:20
4
მომენტი გაცუდდა და თქვა კაცმა შეუძლებელიაო ..და მერე რა .?
zurabi
30 იანვარი 2023 10:58
0
საგოლე პასით გავიდა მოედნიდან და უყმაყოფილოები ვართ:) ყველა თამაში გოლები და საგოლე გადაცემების წვიმა არ ექნება, რავიცი ჩემი აზრით ცუდად არ უთამაშია ხვიჩას, მეტი რო შეუძლია ეგ ვიცით, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის ისე როგორც ჩვენ გვინდა ხვიჩამ ითამაშოს
გოგა
30 იანვარი 2023 09:06
3
სიმეონე მაგარია! მერამდენედ გაიტანა გადამწყვეტი გოლი!
კონსტანტინე
30 იანვარი 2023 19:53
0
რომ არა საგოლე პასი??? ზუსტად საგოლე პასი და იქამდე ის დარტყმა თამაშში სანამ იყო მანამდე კითხვების გარეშე მიდიოდა ყველაფერი,პირველზეა მილინკოვიჩთან ერთად ასისტებში და ჩემპიონი ხდება ძალიან დიდი ალბათობით... რომასთან ამის მეტი მაშინ უნდა წაგივიდეს ვინმეს და მაურინიოს რომა ყველაფერი კარგად დამთავრდა ჩვენთვის და ნაპოლისთვისაც.ასე რომ გილოცავთ.
მირო
30 იანვარი 2023 02:35
0
ლოზანომ, რო ქნა ხვიჩა და კიმინჯე, რომ მიყვებოდა სრულიას თავისუფლები და მაგან კარში დაარტყა, ეგ რომ ხვიჩას ექნა და თუნდაც გაეტანა, სპალეტის მთავარი საკრიტიკებელი თემა იქნებოდა პრეს-კონფერენციაზე, ლოსანოზე კი კრინტიც არ დაუძრავს.
გოგი
30 იანვარი 2023 20:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული