ბუდუ ზივზივაძე კარიერას "კარლსრუეში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, კერძოდ, "კარლსრუეში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას BNN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდის დამატება გერმანულ კლუბს ალექსანდრე იაშვილმა ურჩია, რომელიც 2007/12 წლებში "კარლსრუეს" ღირსებას იცავდა. ბუდუ ახალ გუნდთან ხელს 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს.

"კარლსრუე" გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 18 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "მაგდებურგის" წინააღმდეგ გამართავს.

altSportall.ge ბუდუ ზივზივაძეს მხარდაჭერას უცხადებს

altბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
მშვენიერია. წარმატებები ბუდუს და ჩვენს ნაკრებს.
ზოგადად, ნეგატივი არ მახასიათებს, მაგრამ სიამოვნებით ვუგულშემატკივრებ ფეჰერვარის დაქვეითებას ქვედა ლიგაში.
გივი
13:19 30-01-2023
1
Zaglebies da uipeshts an israelis gunds nagdad jobs tundac meore bundesliga,swori archevania chemi azrit,warmatebebi budus!!!
Givi
14:06 30-01-2023
1

სიახლეები პოპულარული