"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პალერმოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

ფედელემ Marte Sport-ის ეთერში "ნაპოლისა" და "რომას" (2:1) დაპირისპირების იმ მომენტზე ისაუბრა, როდესაც ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ "კვარამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა.

"ნაპოლიმ" გოლის გატანის არაერთი შანსი მიიღო. ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავად მექსიკელმაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13
ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია-ოსიმენის ტანდემის დაშლას სპალეტი დაუშვებს?! - მათ შეძენას ერთდროულადაც გადაწყვეტენ...

altკვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 47 /
რონალდო და მესის რომ დაუთვალო ეგეთი შეცდომები უფრო მეტი ექნებათ ვიდრე ხვიჩას.რა დებილია მსოფლიო ?!
გიორგი
01 თებერვალი 2023 01:31
4
ნაპოლის და ხვიჩას საქმეები მიდის იდეალურად,მთავარია არ მოდუნდნენ და შრომა გააგრძელონ დანარჩენი დროის ამბავია,იტალიის ჩემპიონობა გარდაუვალია პირველივე წელს,ხვიჩამ ბურთთან ყველა შეხება გოლით ან საგოლე გადაცემით რომ დაამთავროს მაშინ ამ კრიტიკოსებს და ჭორიკანებს რა ეშველებათ სალაპარაკო რომ არაფერი დარჩებათ.
gio gio
31 იანვარი 2023 12:39
2
კრიტიკა მისაღებია, იმისთვის რომ გამოცდილება მიიღოს, შეცდომები უნდა დაუშვას და შემდეგ მასზე დასკვნის გაკეთებით, ივარჯიშოს ამ ნაწილზე და შემდეგში არ დაუშვას იგივე შეცდომა, ასე ხდება პროფესიონალი
ფეოლა
31 იანვარი 2023 19:42
0
წვივში მოხვდა ბურთი. შეუძლებელია წვივით ბურთის გაჩერება. ისე რამოდენიმეჯერ ვერ დაიმორჩილა ბურთი ამ თამაშში. წარმატებები შემდეგ თამაშებში.
ზაზა
31 იანვარი 2023 17:55
1
შეიძლება ვცდები,მაგრამ ხვიჩა ამ ბოლო დროს ცდილობს მოირგოს საზოგადო მოღვაწის როლი,აპიარებს საკუთარ თავს,ცდილობს პოპულარული და სათაყვანებელი გახდეს აგრეთვე საფეხბურთო მინდორს მიღმაც,მაშინ როცა მთელი დრო ფეხბურთს უნდა დაუთმოს,ის ჯერ მხოლოს 21 წლისაა,ნაადრევია მისგან ეს ყველაფერი.დიდი ტალანტის პატრონია და ეს ნიჭი მან ჯერჯერობით მხოლოდ ფეხბურთს უნდა მოახმაროს.მაგის დროც მოვა.
დავითი
31 იანვარი 2023 15:43
30
“შური არს მწუხარებაი სხვისა სიკეთესა ზედა” - მათ შორის კანავაროზეა ნათქვამი! მჯერა, რომ ხვიჩა ყურადღების ღირსად არც დღეს, და არც მომავალში არ მიაქცევს ყურადღებას მისდამი მსგავსი ქვეწარმავლების შხამის ფრქვევას!
მაქარაშვილი-მარქარიანი
31 იანვარი 2023 15:35
5
სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონადან სიტყვის განმარტების ციტირებას,თვითონ სტატია წაგეკითხა ყურადღებით,არ სჯობდა?!ალალ-მართალ კაცს, რომ ტყუილ უბრალოდ ლანძღავ,ხომ აღარ დაგემართებოდა!ამ წუთში შენს პოსტს,16 მოწონება აქვს და მათაც რომ ყურადღებით წაეკითხათ სტატიაც და პოსტიც,არც ისინი აღმოჩნდებოდნენ,უხერხულ მდგომარეობაში.
სოსო
31 იანვარი 2023 21:23
0
Kanavaro ra shuashia maraq???
L.J .
31 იანვარი 2023 18:17
0
რამდენი უხეში შეცდომაც კანავაროს დაუშვია კარიერის განმავლობაში, იმდენი (ბურთი) მოხვდეს (თავში) მის აგენტს.ფეხბურთი თამაშია და შეცდომებითაა სავსე ყოველი მატჩი.მაგ გონებაანთებულმა დაასახელოს ერთი თამაში მაინც, სადაც რომელიმე მოთამაშე ერთხელ მაინც არ ცდება.
კახელი მიხო
31 იანვარი 2023 14:49
5
100% იანი მომენტი იყო,ამბიციურმა ფეხბურთელმა უნდა გამოიყენო მაგრამ რაც იყო იყო უნდა გაითვალისწინოს მომავალში
გია
31 იანვარი 2023 13:57
17
ასპროცენტიანი არა ტოროლა! ეგრე ყველა მომენტი რომ გამოიყენონ რაღა ფეხბურთი იკნება! მაგნაირები ფეხბურთის ნაწილია! ასე რომ შეეშვითრა! ერთხელ ჩაირბინე ერთი ჯიმა კარიდან კარამდე და მერე დარტყმა სცადე!
ქართველი
31 იანვარი 2023 14:26
4
ეს დებილი ფედელეა თუ ფედელ კასტროა რას გადაეკიდა ხვიჩას @@@
zura222
31 იანვარი 2023 12:08
12
ყველა იდიოტი არაა, მაგრამ თუ ვიღაცის ნათქვამი ყოველი წინადადება გამოქვეყნდება, კი გამოჩნდება ასე. რაღაც ჰკითხეს ალბათ და კონკრეტული ფაქტი თქვა, ანალიზი აქ არაა და გარჩევა (მაგრამ ნახვები მოაქვს საიტზე)
nika
31 იანვარი 2023 12:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული