"ხვიჩას გმირობამ ყველა მოხიბლა და საქართველოდან ნეაპოლში ავიარეისების გაზრდას აპირებენ" - იტალიური მედია

AutoSharing Option
იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივრების "ნაპოლისადმი" ინტერესი გაიზარდა და საჭირო გახდება საქართველოდან დამატებითი პირდაპირი ავიარეისების განხორციელება.

"საქართველოდან ნეაპოლში რეისები გაიზრდება: კვარაცხელიას თამაშების ნახვაზე დიდი აჟიოტაჟია. "კვარას" გამო ახლა ნეაპოლსა და საქართველოს შორის კავშირი ძალიან ძლიერია. "დიეგო მარადონას" სტადიონზე ბევრი ქართველი მოდის ეროვნული დროშითა და თანამემამულის მაისურით, რათა მისი ასპარეზობა ნახონ. მოკლედ, დუეტი "კვარა"-"ნაპოლი" სრული სვლით წინ მიიწევს, რასაც მედიასაშუალებებიც ადასტურებენ.

საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე იტყობინება,
რადგან ხვიჩა გმირობის გამო ინტერესმა მკვეთრად იმატა", - წერს calcionapoli24.

Il Napolista იტყობინება, რომ დამატებით ავიარეისებს, სავარაუდოდ, Wizz Air-ი განახორციელებს, რადგან კვარაცხელიამ "ნაპოლიში" თავიდანვე ყველა მოხიბლა, ბევრ ქართველს სურს კამპანიაში ჩასვლა, მატჩებზე დასწრება და ქალაქის დათვალიერება.

altსეზონის დაწყების წინ ფანები მის გუნდიდან წასვლას ითხოვდნენ - ნახეთ როგორ გააცილეს დე ლაურენტისი "რომასთან" მატჩის შემდეგ [VIDEO]

 

alt"საუკუნის აღმოჩენაა" - "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

alt"ეს 2021 წლის ზაფხულში მოხდა..." - რას იხსენებს "რუბინის" ყოფილი სპორტული დირექტორი ხვიჩაზე

 

alt"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

altგუშინ "ნაპოლიმ" არ ივარჯიშა - რა საჩუქარი გაუკეთა დე ლაურენტისმა გუნდს?

მკითხველის კომენტარები / 25 /
ჯიბეგამოფხეკილი ქვეყანა,თბილისი-ნეაპოლის რეისებს ითხოვს :) ქვეყანას, რომელსაც მშიერისთვის და ავადმყოფისთვის ვერ მოუვლია და ლარ-ლარს აგროვებს ფეისბუქით. ნახევარი, მექსიკის საზღვარზე, რიგში დგას.
ციციკორე
02 თებერვალი 2023 10:34
1
კახას მინდა მივმართო, რუსეთთან 200 წლიან ძმობაზე რომ საუბრობს.
რომელ ძმობას გულისხმობთ, ქვეყანა რომ საერთოდ გაგიქრო და ორ ცალ გუბერნიად გადაგიქცია? თუ იმის მერე 1921 რომ მოგიწყო და 70 წელი მონობაში გამყოფა? თუ 9 აპრილი რომ მოგიწყო?
ამ ძმობაზე წერთ აქ და თვალებში ნაცარს გვაყრით?
მე 12 საუკუნის მსოფლიო დონის შედევრზე რომ გეუბნებოდა, დაბალი დონის ნაწარმოებიაო და წერა-კითხვა ჩვენ გასწავლეთო, ტილები გესიათ ქართველებს და საპონი ჩვენ მოგეცითო...
ამას რომ გეუბნებოდა რუსი და გიწამლავდა საკუთარ წარსულს, ეგ არის ძმობა?
სანამ დანტე "ღვთაებრივ კომედიას" დაწერდა და ევროპა ჰუმანიზმის შესახებ გაიგებდა, მანამდე რომ გვქონდა თანასწორობაზე, ჰუმანიზმზე , მეგობრობაზე, სიყვარულზე მსოფლიო დონის შედევრი, ამას რომ რუსი გიმალავდა იცი? სპეციალურად რომ შეჰქონდათ სკოლებში საზეპიროები, რომ ბავშვებს შესძულებოდათ "ვეფხისტყაოსანი" და სკოლის მერე აღარც კი მიბრუნებოდნენ. დღემდე გრძელდება ეგ მიდგომა!
რაც კარგი გქონდა ყველაფერი წაგართვა და მუტრუკად გადაგაქცია. მომღერალ, ჩოხოსან, მოცეკვავე, რუსების გამრთობ, ველურ კავკასიელად და ჩაგაგონა ეგაა ქართველობაო! ის კი არა მე 12 საუკუნეში შედევრი რომ დაწერეთ და მე 5 საუკუნეში საერთოდ ქალთა უფლებებზე საუბრობდით, როცა ევროპა გარტყმაში არ იყო მსგავსი თემებისო!
ამოგიტრიალათ ცნობიერება და მივიღეთ თქვენნაირი ხალხი, ვინც ძმობას ეძახის იმ საზიზღრობას, რასაც საუკუნეებია რუსეთი ახორციელებს ჩვენს მიმართ.
წაიკითხეთ ილიას მგზავრის წერილები...
იმ დროსაც ნაცების და ქოცების გამო ხომ არ გვექცეოდა ეგრე?
დღეს მთელი ერი შიგნით ვჭამთ ერთმანეთს, არა ნაცების ბრალია, არა ქოცების ბრალია, დავიყავით ასე და ისევ მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს.
რა მნიშვნელობა აქვს რუსისთვის აქ ნაცი იჯდება თუ ქოცი? ხუილოს დაუძახებს ვინმე საქართველოდან თუ კუდს გაუქიცინებს თქვენსავით?
შეიგნეთ ხალხო!
რუსები თავიანთ თაობებს ისე ზრდიან, რომ მათ საქართველო, როგორც საკუთარი ტერიტორია ისე დაკარგეს და უნდა დაიბრუნონ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მთავრობაში, მათ ეს გეგმა აქვთ. ისევ ჭაობში ჩვენი ჩალპობის.
ნუ უწყობთ ხელს ამაში.
იაფი "კალბასი" და "პიჩენია" რომ გქონდათ და იმის მეტი არაფერი გეგონათ ღირებული, იმას ნუ გადააყოლებთ ახალგაზრდა თაობებს!
დავივიწყოთ ყველა პოლიტიკოსი და სატელევიზიო პროპაგანდები, ვიმსჯელოთ ისტორიით და ფაქტებით! ჩვეულებრივი ადამიანები შევთხნამდეთ, რომ რუსეთი არის მ ტ ე რ ი.
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა კიდე, უბრალოდ აზრი არ აქვს...
Skeleton
02 თებერვალი 2023 00:26
5
ყველაფერში გეთანხმები!!!
Skeleton-s
02 თებერვალი 2023 18:32
0
პირველ რიგში ადამიანების პარტიებად დაყოფის წინააღმდეგი ვარ. არცერთი პოლიტიკური ძალა არ წარმომადგენს ამ ქვეყანაში და ვცდილობ ისეთი ადამიანების არსებობა ვირწმუნო, ვინც ქოც-ნაცის ჭირილში არ განიხილავს მოვლენებს, რაღაც მაინც აქვთ წაკითხული და ტელევიზიების პროპაგანდის გარეთ, რაიმეს არგუმენტირებული მტკიცება-კამათი შეუძლიათ. ძალიან ცოტაა ასეთი, ვისთანაც დისკუსიაში შევსულვარ საბოლოოს ან ქოცს ან ნაცს დაგიძახებენ, როცა არგუმენტი გამოელევათ.
როგორ შეიძლება 200 წლის განმავლობაში სულ ერთი და იგივე ამბავი გჭირდეს მტერთან და შენ შიგნით აბრალებდე ვიღაცეებს, ერთმანეთს ადანაშაულებდე მუდმივად და ამით მტერს აძლიერებდე.
ეს იგივეა, სახლში რომ ყაჩაღი შემოგივარდეს და ოჯახის წევრებმა ერთმანეთი დახოცონ, არა შენ გამოიწვიე და იმიტომ შემოვარდა, არა შენ რომ კუდს უქიცინებდი და ეფერებოდი იმიტომო.
გვითხრა ერთმა კაცმა, მტრის არ მცნობი ერი ხართო,კიდე უამრავი ცუდი რაღაც თქვა ჩვენზე, რითიც დასრულდა კი ვიცით!
პ.ს რუსეთის გაძლიერება იმიტომ რომ გინდათ, თურქეთმა ბათუმი არ მიიტაცოს, ამაზე უსუსური არგუმენტი არც გამიგია.
ბათუმში ზაფხულობით რუსული საუბრის მეტი არაფერი ისმის და იახტებე დაბრა პაჟალოვატ ს გაიძახით და მეტი რაღა უნდა გიქნათ ამ რუსებმა?
არვიცი რა ვთქვა. ამ მოცემულობაში და ახლა რუსის ჯარი დგას შენი ქვეყნის ტერიტორიაზე და მუდმივად ომის წინაშე დგახარ რუსეთის წინააღმდეგდა არა თურქეთის, ეს პოპულისტური ტელევიზიების ნარატივი, რომ თურქეთი უფრო დიდი მტერია, ვერ გამოდგება არგუმენტად. თავიდანვე ავღნიშნე ტელევიზიების პროპაგანდების გარეშე დისკუსია ვისაც შეუძლიათქო...
Skeleton
02 თებერვალი 2023 15:51
0
ყველა გამოხმაურება
ისე ძალიამ მაინტერესებს ეგ ქართველები ნეაპოლში რომ ჩადიან საქართველოს ნაკრების თამაშებზე ნამყოფი არიან?!მაგრამ დარწმუნებული ვარ ფეხბურთთან ახლოსაც არ ჩაუვლიათ უბრალოდ, სამარიჟოთ და ფულის დასახარჯათ არიან ჩასულებიი!!!
საქართველო უპირველესად
01 თებერვალი 2023 21:26
2
შენ რა კუჭი გეწვის?შენ რას გამოიდე თავი?!
goga -s
02 თებერვალი 2023 13:59
0
ისდე ალალად რომ გითხრა, არავის საქმე არაა ვინ, როგორ და სად ხარჯავს საკუთარ ფულს, ჩინოვნიკი სხვა საქმეა, იმიტომ რომ ჩინოვნიკი ბიუჯეტზე ზის, აი კერძო საკუთარ ფულს როგორ ხარჯავს არავის საქმე არაა, ასე რომ რას გამოიდე თავი.
goga
01 თებერვალი 2023 22:15
2
ვახ ჩემი?! პონტი გაეძრო?! რამდენი ისეთი ჩავიდა ვდა ჩავა,ვინც ფეხბურთშიც ვერ ერკვევა და ღმერთმა დაიფაროს ხვიჩა,თამაშები რომ ჩაივარდეს,აღარც გაიხედებიან.. შენი თანამიქალაქე რომ ნაგავში ეძებს საზრდოს და ის არ გტკივა,როგორ დაგიჯერო ,რომ მეორის ქომაგი ხარ?! ღმერთო აჯანმრთელე ხვიჩა და წარმატებები !!! პ.ს. შენა,ლოჩოშვილის თამაშებზე რამდენი ყოფილხართ,თუ ის იტალიაში არ არის?!
ადამიანი
01 თებერვალი 2023 18:37
1
ყველას არ აქვს საშუალება ნეაპოლში იფრინოსგულშემატკივრობისთვის, კარგი იქნებოდა თუ საზ. მაუწყებელი პირდაპირ რეპორტაჟების გადმოცემას დაიწყებს ნეაპოლიდან, იმდენი უინტერესო გადაცემების მაგივრად
მიხო
01 თებერვალი 2023 14:59
0
რომასთან თამაშის დროს ბანერებზე რეკლამა მიდიოდა: "თბილისი - ნეაპოლი - თბილისი ავიარეისები".
მთავარია ხვიჩა იყოს ჯანმრთელად და კიდევ დიდხანს გაახარებს საქართველოს! წარმატებები ვუსურვოთ ყველამ!
alexandre
01 თებერვალი 2023 10:05
1
ალბათ იტალიასთან რეისების გაზრდა იგულისხმება, თორემ საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეგულარურ ავიამიმოსვლას აც ერთი ავიაკომპანია არ ასრულებს, მათ შორის არც 'ვიზზაირი'. იმედია ამ ავიაკომპანიას მისცემენ ლიცენზიას ნეაპოლში პირდაპირი რეგულარური ავიარეისების შესრულებაზე და არა გაიაშსვილის 'საქართველოს ავიახაზები'-ს, თორემ ფასები მერე ნახეთ ტურებზე-ისედაც მხოლოდ ე.წ. ცნობადები ახერხებენ კვარას თამაშებზე სიარულს სამარიაჟოთ.....
შულაია
01 თებერვალი 2023 09:54
1
croco airways ასრულებს პირდაპირ რეისს თბილისი-ნეაპოლი. ნაპოლის სახლის თამაშებზე მაგ რეისით 180 ადამიანი დაფრინავს თბილისიდან, უბრალოდ ტარიფი საკმაოდ მაღალია...
george
01 თებერვალი 2023 12:03
0
ახლა დიდი ჯგუფი რომ ჩავიდა ქართველების, თბილისი ნეაპოლი იყო პირდაპირი რეისი
!!
01 თებერვალი 2023 11:10
0
ხვიჩას გამოისობით მრავალი ქართველი სტუმრობს ნეაპოლს, იქაც დიდად გაიზარდა ინტერესიდა ცნობადობა საქართველოს მიმართ . კარგი იქნებოდა ბატონმა კახიმ იზრუნოს ნეაპოლის თბილისთან დაძმობილებაზე . ცნობისთვის ნეაპოლის დაძმობილებული ქალაქი ბაქოცაა და თბილისიც შეიძლება რომ გახდეს თუ ქალაქის მესვეურები ამისთვის მოიცლიან.თუ არადა ამის თაობაზე უნდა შევქმნათ მოქალაქეთა პეტიცია (იმედია ყველა მოაწერს ხელს) და ვაახლოთ ბატონ ყოფილ ფეხბურთელ მერს..
ბაბაია
01 თებერვალი 2023 09:53
9
აჰაჰაჰაჰა "კახი" :D საქოციეთი მხოლოდ რუსებს ეძმაკაცებიან :D როგორც აგერ ქვემოთ Kaxa-მ თქვა, მხოლოდ თბილისი-მოსკოვი! :DDD
gega
01 თებერვალი 2023 10:40
25
ქუთაისი ნეაპოლი გვინდა, პირდაპირი რეისი ❤️
.
01 თებერვალი 2023 09:05
1
ნეაპოლი არის ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული რეგიონი იტალიაში, აგერ მოსკოვი კი არის ერთ-ერთი ყევლაზე მდიდარი ქალაქი მსოფლიოში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან პირდაპირი რეისი ვიდრე ნებისმერ სხვა "ევროპულ სახელმწიფოსთან", გარდა ეკონომიკური სარგებელისა რუსებთან ჩვენ 200 წლიანი ძმობა გვაკავშირებს, როლებმაც საქართველო გადაარჩინეს და 200 წელი უმანკოდ უპატრონეს, გარდა ამისა საკმარისია იმის თქმაც თუ რამხელა ეკონომიკური სარგებელი მოუტანა ქვეყანას ბოლო პერიოდში რუსების ჩამოსვლას, უზარმაზარი დოვლათი შემოიტანეს საქართველოში, ასე რომ ყველაფერი მარტივად დასანახია თუ სადაა ქვეყნის ადგილი, საბედნიეროდ ყველაფერი ჩვენს სასაგრებლოდ და სწორად ვითარდება.
kaxa
01 თებერვალი 2023 08:35
41
საიდან ხარ რომელი პლანეტიდან რას ბოდავ?
???
01 თებერვალი 2023 20:34
1
ნახევარი საქართველო ესენი არიან.
აკოს
01 თებერვალი 2023 12:37
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული