იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივრების "ნაპოლისადმი" ინტერესი გაიზარდა და საჭირო გახდება საქართველოდან დამატებითი პირდაპირი ავიარეისების განხორციელება.
"საქართველოდან ნეაპოლში რეისები გაიზრდება: კვარაცხელიას თამაშების ნახვაზე დიდი აჟიოტაჟია. "კვარას" გამო ახლა ნეაპოლსა და საქართველოს შორის კავშირი ძალიან ძლიერია. "დიეგო მარადონას" სტადიონზე ბევრი ქართველი მოდის ეროვნული დროშითა და თანამემამულის მაისურით, რათა მისი ასპარეზობა ნახონ. მოკლედ, დუეტი "კვარა"-"ნაპოლი" სრული სვლით წინ მიიწევს, რასაც მედიასაშუალებებიც ადასტურებენ.
საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე იტყობინება,
რადგან ხვიჩა გმირობის გამო ინტერესმა მკვეთრად იმატა", - წერს calcionapoli24.
Il Napolista იტყობინება, რომ დამატებით ავიარეისებს, სავარაუდოდ, Wizz Air-ი განახორციელებს, რადგან კვარაცხელიამ "ნაპოლიში" თავიდანვე ყველა მოხიბლა, ბევრ ქართველს სურს კამპანიაში ჩასვლა, მატჩებზე დასწრება და ქალაქის დათვალიერება.
მთავარია ხვიჩა იყოს ჯანმრთელად და კიდევ დიდხანს გაახარებს საქართველოს! წარმატებები ვუსურვოთ ყველამ!
რომელ ძმობას გულისხმობთ, ქვეყანა რომ საერთოდ გაგიქრო და ორ ცალ გუბერნიად გადაგიქცია? თუ იმის მერე 1921 რომ მოგიწყო და 70 წელი მონობაში გამყოფა? თუ 9 აპრილი რომ მოგიწყო?
ამ ძმობაზე წერთ აქ და თვალებში ნაცარს გვაყრით?
მე 12 საუკუნის მსოფლიო დონის შედევრზე რომ გეუბნებოდა, დაბალი დონის ნაწარმოებიაო და წერა-კითხვა ჩვენ გასწავლეთო, ტილები გესიათ ქართველებს და საპონი ჩვენ მოგეცითო...
ამას რომ გეუბნებოდა რუსი და გიწამლავდა საკუთარ წარსულს, ეგ არის ძმობა?
სანამ დანტე "ღვთაებრივ კომედიას" დაწერდა და ევროპა ჰუმანიზმის შესახებ გაიგებდა, მანამდე რომ გვქონდა თანასწორობაზე, ჰუმანიზმზე , მეგობრობაზე, სიყვარულზე მსოფლიო დონის შედევრი, ამას რომ რუსი გიმალავდა იცი? სპეციალურად რომ შეჰქონდათ სკოლებში საზეპიროები, რომ ბავშვებს შესძულებოდათ "ვეფხისტყაოსანი" და სკოლის მერე აღარც კი მიბრუნებოდნენ. დღემდე გრძელდება ეგ მიდგომა!
რაც კარგი გქონდა ყველაფერი წაგართვა და მუტრუკად გადაგაქცია. მომღერალ, ჩოხოსან, მოცეკვავე, რუსების გამრთობ, ველურ კავკასიელად და ჩაგაგონა ეგაა ქართველობაო! ის კი არა მე 12 საუკუნეში შედევრი რომ დაწერეთ და მე 5 საუკუნეში საერთოდ ქალთა უფლებებზე საუბრობდით, როცა ევროპა გარტყმაში არ იყო მსგავსი თემებისო!
ამოგიტრიალათ ცნობიერება და მივიღეთ თქვენნაირი ხალხი, ვინც ძმობას ეძახის იმ საზიზღრობას, რასაც საუკუნეებია რუსეთი ახორციელებს ჩვენს მიმართ.
წაიკითხეთ ილიას მგზავრის წერილები...
იმ დროსაც ნაცების და ქოცების გამო ხომ არ გვექცეოდა ეგრე?
დღეს მთელი ერი შიგნით ვჭამთ ერთმანეთს, არა ნაცების ბრალია, არა ქოცების ბრალია, დავიყავით ასე და ისევ მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს.
რა მნიშვნელობა აქვს რუსისთვის აქ ნაცი იჯდება თუ ქოცი? ხუილოს დაუძახებს ვინმე საქართველოდან თუ კუდს გაუქიცინებს თქვენსავით?
შეიგნეთ ხალხო!
რუსები თავიანთ თაობებს ისე ზრდიან, რომ მათ საქართველო, როგორც საკუთარი ტერიტორია ისე დაკარგეს და უნდა დაიბრუნონ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მთავრობაში, მათ ეს გეგმა აქვთ. ისევ ჭაობში ჩვენი ჩალპობის.
ნუ უწყობთ ხელს ამაში.
იაფი "კალბასი" და "პიჩენია" რომ გქონდათ და იმის მეტი არაფერი გეგონათ ღირებული, იმას ნუ გადააყოლებთ ახალგაზრდა თაობებს!
დავივიწყოთ ყველა პოლიტიკოსი და სატელევიზიო პროპაგანდები, ვიმსჯელოთ ისტორიით და ფაქტებით! ჩვეულებრივი ადამიანები შევთხნამდეთ, რომ რუსეთი არის მ ტ ე რ ი.
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა კიდე, უბრალოდ აზრი არ აქვს...
როგორ შეიძლება 200 წლის განმავლობაში სულ ერთი და იგივე ამბავი გჭირდეს მტერთან და შენ შიგნით აბრალებდე ვიღაცეებს, ერთმანეთს ადანაშაულებდე მუდმივად და ამით მტერს აძლიერებდე.
ეს იგივეა, სახლში რომ ყაჩაღი შემოგივარდეს და ოჯახის წევრებმა ერთმანეთი დახოცონ, არა შენ გამოიწვიე და იმიტომ შემოვარდა, არა შენ რომ კუდს უქიცინებდი და ეფერებოდი იმიტომო.
გვითხრა ერთმა კაცმა, მტრის არ მცნობი ერი ხართო,კიდე უამრავი ცუდი რაღაც თქვა ჩვენზე, რითიც დასრულდა კი ვიცით!
პ.ს რუსეთის გაძლიერება იმიტომ რომ გინდათ, თურქეთმა ბათუმი არ მიიტაცოს, ამაზე უსუსური არგუმენტი არც გამიგია.
ბათუმში ზაფხულობით რუსული საუბრის მეტი არაფერი ისმის და იახტებე დაბრა პაჟალოვატ ს გაიძახით და მეტი რაღა უნდა გიქნათ ამ რუსებმა?
არვიცი რა ვთქვა. ამ მოცემულობაში და ახლა რუსის ჯარი დგას შენი ქვეყნის ტერიტორიაზე და მუდმივად ომის წინაშე დგახარ რუსეთის წინააღმდეგდა არა თურქეთის, ეს პოპულისტური ტელევიზიების ნარატივი, რომ თურქეთი უფრო დიდი მტერია, ვერ გამოდგება არგუმენტად. თავიდანვე ავღნიშნე ტელევიზიების პროპაგანდების გარეშე დისკუსია ვისაც შეუძლიათქო...
იტალიას მარტო ხელოვნების ნიმუშები და წარსული ეყოფა, ბნელ რუსეთზე მაღლა რომ იდგეს.
რით ვერ წავედით პირდაპირი რეისით გროზნოში ან ციმბიში :დ