"ღამურების" ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, კარგი მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
ცნობილმა პორტალმა Whoscored.com-მა "მამარდას" თამაში 6.8 ქულით შეაფასა, რაც ვალენსიელთა შემადგენლობიდან საუკეთესო შედეგი გახლდათ.
გამოცემის ვერსიით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვინისიუს ჟუნიორი გახდა, მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა 55-ე წუთზე გოლის გატანა შეძლო.
"ვალენსია" 20 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 5 თებერვალს კატალონიაში "ჟირონას" დაუპირისპირდება.
45 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფი "რეალი" ლიდერ "ბარსელონას" 5 ქულით ჩამორჩება და 5 თებერვალს "მალიორკას" ეწვევა.
"მამარდამ" ასენსიოს არ გაატანინა, ქართველის ბრწყინვალე მოგერიება [VIDEO]