"კვარაცხელია თავჩაქინდრული და ფერმკრთალია და ექიმთან წავიყვან" - ფედელეს ირონია თუ უკბილო ხუმრობა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით იტალიაში ყველა აღფრთოვანებულია, რომელმაც სადებიუტო სეზონში სერია A-ს 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, საფეხბურთო აგენტი და "პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი ენრიკო ფედელე ქართველის მიმართ რატომღაც კვლავ კრიტიკულადაა განწყობილი. მან ტელეკომპანია Tele A-ს ეთერში ისაუბრა:

"იტალიურ კლუბებს ტოპ-ფეხბურთელების მზა სახით შეძენა არ შეუძლიათ. ვიქტორ ოსიმენი, მაგალითად, ვარსკვლავი იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე წელიწადში გახდა. როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ჩამოვიდა, ვარსკვლავურ მოთამაშედ არ ითვლებოდა.

"ნაპოლის" მარცხენა თავდამსხმელზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მუდამ
თავჩაქინდრული რატომაა? მე ვხედავ, რომ ის ზედმეტად ფერმკრთალია. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ექიმთან წავიყვან, რათა მან გასინჯოს".

AreaNapoli-მ აღნიშნა, რომ ფედელე ცოტა არ იყოს ირონიული იყო. გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია სერიოზული, კარგი, თავშეკავებული ადამიანია და ფეთქებადი ხასიათი არ აქვს.

ფედელეს ნათქვამს calcionapoli24-იც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ მან იხუმრა, რადგან ფეხბურთელის დგომის მანერა და მიმიკა არ მოსწონს.

altცნობილი მოქანდაკე კვარაცხელიას ეწვია და მისი სტატუეტი აჩუქა

altკვარაცხელია-შომუროდოვის კიდევ ერთი დაპირისპირება - "ნაპოლი" ლიდერობის განმტკიცებისთვის!..

alt"საჩუქარი აუცილებლად იქნება" - რას დაჰპირდა დე ლაურენტისი "ნაპოლის" ფეხბურთელებს

alt1 მილიონზე მეტი მოწონება საკუთარ გვერდზე - "კვარას" "იუვენტუსთან" ფოტოები 7-ნიშნულიან მაჩვენებელს გადასცდა

alt"ხვიჩა, პირველი ხარ" - ემოციური ვიდეო ნეაპოლიდან [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 30 /
გამზრდელი ბებია ყავდა ბიჭს გარდაცვლილი დასაფლავებულიც არ იყო, თან იცოდა ბოლო გზაზეც ვერ გააცილებდა და გამოსულიყო და ეცეკვა? კაით რა, ზოგიერთს ბებია კიდია, ის კი არა კილერებს უგზავნიან, მარა ხვიჩას ძაან უყვარდა.
დათოს
23:12 04-02-2023
2
კვარა
თავმდაბლობა მაგათთვის უცხო ხილია,
შენ ისევ მასეთი დარჩი, როგორიც ხარ
მაგაშია შენი სიძლიერე!
თენგო
08:18 04-02-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული