რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სპეციასთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 21-ე ტურში "ნაპოლი" "სპეციას" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ცნობილმა პორტალმა Sofascore-მა ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და 8.8 ქულა დაუწერა, მის შემდეგ კი ყველაზე მაღალი შეფასება "სპეციასთან" დუბლის ავტორმა ვიქტორ ოსიმენმა დაიმსახურა. ნიგერიელის თამაში 8.6 ქულით შეფასდა.

"ნაპოლი" 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 16 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს "კრემონეზეს" მიიღებს.

altკვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა, ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ინტერს" 16 ქულით გაექცა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ახალი თაობა არ ვარგა, არ ვარგაო სულ რომ გაიძახით, ა ბატონო, ვარგა:)))
გიორგი
08:42 08-02-2023
0
ერთია რას თამაშობს და მეორეა, როგორ ქართველობს. ეს ბიჭი მართლა ბრილიანტია ამ ნაცრისფერ სივრცეში. მადლობა მას და მის ოჯახს და მშობლებს.
ილო
09:42 06-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული