"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რომან შიშკინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა დიდებულ ფორმაშია და ახლა მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა! ის მშვენივრად ჯდება "ნაპოლის" სქემაში. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ის პირველივე სეზონიდან ასეთი წარმატებით ითამაშებდა.

კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან, ბევრი ადამიანი რუსეთში მას გულშემატკივრობს და მის გამო ნერვიულობს. ყველაზე კარგი ის არის, რომ სპალეტი ბოლომდე ენდობა ხვიჩას და მას აქვს ყველაფერი, რომ ტოპ-ფეხბურთელი გახდეს.

მიმაჩნია, რომ ლუჩანოს ხელმძღვანელობის ქვეშ ის პროგრესირებას გააგრძელებს. ყველაფერი კი იქით მიდის, რომ "ნაპოლი"
და ხვიჩა იტალიის ჩემპიონები გახდებიან", - თქვა შიშკინმა Chempionat-თან საუბარში.

alt"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport კვარაცხელიაზე

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

მკითხველის კომენტარები / 69 /
რუსკიი კარაბლ იდი ნა ……..
რაააა?
06 თებერვალი 2023 13:50
2
ყველაფერი კი სწორედ და კარგად თქვა ამ შიშკამ მაგრამ ეს "რუსულ სულთან ახლოს" რაღა იყოოო ??? DDDD
zura222
06 თებერვალი 2023 15:29
4
რუსიაო არ ამბობს, სომხებივით კი არ ლაპარაკობს. რუსებიც გულშემატკივრობენო და რუსებმაც მიიღესო და მაგ პონტში. როგორც ნეაპოლელი იტალიელები გულშემატკივრობენ ისე.
akaki
06 თებერვალი 2023 16:17
13
შიშკინ, შე მართლა გირჩო! ნუ ილანძღები! რუსული სული არ არსებობს. არსებობს რუსული ბოროტება.
gg
06 თებერვალი 2023 14:07
1
ორი ქვეტექსტი შეიძლება ქონდეს, კარგი ალბად უფრო, ვიდრე ცუდი... იციან ხვიჩა, კარგი მოგონებები დატოვა და ქომაგობენ, რუსი კომენტატორები სულ აქებენ და აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებენ, მეორე მხრივ ცდილობენ თავად მიიწერონ მისი წარმატებები-არც უმაგისობაა, მაგრამ ალბად უფრო პირველი, რადგან მამარდაშვილსაც სამართლიანად შეაქებენ ხოლმე უბოროტოდ... რუსოფილი არა ვარ, პირიქით...
გუსანი
07 თებერვალი 2023 12:10
4
რუსოფილი არ ვარო... და იქვე ამბობ რომ მიიწერენ არც უმაგისობააო - რა სისულელეა მაგათ დამპალ ჩემპიონატში დრო დაკარგა ხვიჩამ, სადმე ევროპის ქვეყანაში რომ წასულიყო თავიდანვე, ახლა უკვე გრანდში იქნებოდა( ნაპოლი კარგი გუნდია მაგრამ გრანდი არაა) და ფეხბურთის მხრივაც უფრო წინ იქნებოდა. ბაიერნში და ბარსელონაში აგერ ხვიჩაზე 2-3 წლით პატარა ბიჭები არიან ლიდერები. ხოდა თურმე მაგ უნიჭო რუსულ ჩემპიონატს უნდა ვემადლიეროთ! ღადაობ ძმა?!
რრ
07 თებერვალი 2023 15:14
3
რუსებს ცუდად აქვთ საქმე))) ჩვენი ნაკრების ფეხბურთელსაც კი როგორც თავისი ისე ასაღებენ. უფრო ადრე რომ წასულიყო იტალიაში უფრო კარგი იქნებოდა. აღარ იციან რით გაიხარონ))))
слава україні
07 თებერვალი 2023 10:32
0
მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსულ სულთან ახლოს ყოფნა ყველაზე დიდი განსაცდელი არ უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში... მითუმეტეს, ეს შიშკინი ამას აშკარად კომპლიმენტის სახით ამბობს და ყველაზე ნაკლებად, ალბათ, ხვიჩას შეურაცხყოფა უნდა სურდეს... სხვა საქმეა, თავად ხვიჩა ან ქართველი ქომაგი როგორ აღვიქვავთ ამ ე.წ. კომპლიმენტს... თუ სათათრეთს რუსეთად ჩავთვლით, ხვიჩა საკმაო ხანს თამაშობდა მაგ რუსეთში საიმისოდ, რომ რუსულ ( ან გნებავთ, თათრულ) სულს დაახლოებოდა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, საყველპურო რუსულის ცოდნითაც იოლას გადიოდა და ტოლსტოის, დოსტოევსკის თუ ბულგაკოვის საკითხავად ნაკლებად ეცალა და თუ ვინმეს რუსული სული მხოლოდ ხუილოდ წოდებული პუტინი ან მისი ველიკოდერჟავნიკული შოვინიზმის სულისკვეთებითა და არყით გაყეყილი უნიტაზიპარია სალდაფონები ჰგონია, შეუძლია, თავი იმით დაიმშვიდოს, რომ დიდწილად სწორედ მათი დამსახურება გახლავთ, რომ ხვიჩა ლაჟვარდოვანი აპენინებიდან გვიხარებს გულებს და არა ციმბირის თვალუწვდენელი ტაიგა-ტუნდრებიდან...
ვოოტ
06 თებერვალი 2023 16:36
16
მე ასე ვიტყოდი: ნაღდი ქართული სულის,დიდსულოვანი,თავმდაბალი,პატიოსანი ახალგაზრდა ადამიანი, უნიჭიერესი,გამორჩეული ფეხბურთელი,ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია რაც უნფრო მეტს მოეწონება და შეუყვარდება მსოფლიოში ბურთაობის გამორჩეული,თვალწარმტაცი,შდეგიანი სტილისა და მანერის გამო,- რუსი იქნება ის,ჩინელი,თათარი,მონღოლი,ფრანგი,ბრიტანელი,ამერიკელი,არგენტინელი,თურქი თუ კიდევ სხვა უამრავი, მით უკეთესი ჩვენთის.სასიხარულო და საამაყო იქნება ეს მხოლოდ ყველა საღად მოაზროვნე ქართველისთვის. ჩვენს ხვიჩას, ყველა ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს,მათი სახით ქართული ფეხბურთის ნათელ მომავალს გაუმარჯოს!!!
კოლხიდელი
06 თებერვალი 2023 16:04
3
რა ქნან ამ უდღეურებმა, თავიანთი არ ყავთ, და სხვებს ეტმასნებიან. ეგ სსრკ-ს დროს იყო, არ მახსოვს, რომელმა კომენტატორმა თქვა: "Кипиани сыграл в стиле Гаврилова" არადა ის საცოდავი ყიფოსთან რა მოსატანი იყო ))
ცოფიანი სპილო
06 თებერვალი 2023 14:31
0
ვეთანხმები შიშკინს. უკრაინა-რუსეთის ომზე რომ შეეკითხნენ ხვიჩას, ენა რომ დაება და რაღაც წინასწარ გამზადებულ-გაზეპირებული "რეჩი" რომ მოარტყა, ეგეც რუსული სულის გამოძახილი იყო მასში.
თავისი წილი "ყაზანი" ნეაპოლშიც ჩაიტანა ჯუღელას მარგალ(იტ)მა.
არ დაბლოკოთ
06 თებერვალი 2023 14:57
54
კარგია, რომ შენს მეტი არავინ ალაიქებს შენს "გამჭრიახ" კომენტარს...
დდდ
06 თებერვალი 2023 17:27
1
მაგარი ბოღმიანი ხარ...
ბიძო
06 თებერვალი 2023 18:29
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული